აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებისა და თავდებობის ხელშეკრულებების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

ბრძანება 20.08.2026
№ დოკუმენტი 18821
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №18821

2026 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებისა და თავდებობის ხელშეკრულებების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე და 249-ე მუხლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 63-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 651 მუხლის მე-4 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულება დანართი № 1-ის შესაბამისად;

ბ) „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ“ ხელშეკრულება (საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება უზრუნველყოფის საშუალებების წარმოდგენის გარეშე) დანართი № 2-ის შესაბამისად;

გ) „თავდებობის შესახებ“ ხელშეკრულება დანართი № 3-ის შესაბამისად.

 

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებისა და თავდებობის ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 21 თებერვლის № 9836 ბრძანება;

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

„დანართი №1

 

ხელშეკრულება №----

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების

გადავადების შესახებ

 

_____________________________ _____________________________

(ხელშეკრულების გაფორმების ადგილი) (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი)

 

ერთი მხრივ, სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში „კრედიტორი“),წარმოდგენილი ვალის მართვის დეპარტამენტის _______________________________

(თანამდებობა, სახელი და გვარი)

სახით და, მეორე მხრივ, _________________________________________________________________

(პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი )

წარმოდგენილი ________________________________________________________

(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

სახით (შემდგომში „მოვალე“), შემდგომში ერთობლივად წოდებულნი როგორც „მხარეები“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის XV თავის შესაბამისად, „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 20____ წლის ______ _____________ №______ ბრძანების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

მოვალეზე 20 ___ წლის ____ _____________ მდგომარეობით რიცხული _________ლარის (მათ შორის, ძირითადი ________ ლარი, ჯარიმა ______ ლარი, საურავი ______ ლარი) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება, რაც უზრუნველყოფილია ________________________________________________________________________________________

 

(საბანკო გარანტიის/დაზღვევის პოლისის/თავდებობის ხელშეკრულების/საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების თარიღი და ნომერი)

 

მუხლი 2. მხარეთა ვალდებულებები

2.1. მოვალე ვალდებულია:

2.1.1. არ დაარღვიოს ამ ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;

2.1.2.საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;

2.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხადოს დამატებით დარიცხული საურავი.

2.2.კრედიტორი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მუხლი 3. დასკვნითი დებულებები

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია მოვალის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა ან ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვა (მოვალეს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე არ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება);

3.2. ხელშეკრულების დანართი (გადახდის გრაფიკი) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

 

მუხლი 4. მხარეთა რეკვიზიტები:

„კრედიტორი“ – სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის

 

__________________________________ /______________________/

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 

„მოვალე“ – _______________________________________________________________

(პირის დასახელება/ სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

__________________________________ /______________________/

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 

დანართი №2

 

ხელშეკრულება №----

აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების

გადავადების შესახებ

 

(საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება უზრუნველყოფის საშუალებების

წარმოდგენის გარეშე)

 

_____________________________ _____________________________

(ხელშეკრულების გაფორმების ადგილი) (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი)

 

ერთი მხრივ, სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში „კრედიტორი“),წარმოდგენილი ვალის მართვის დეპარტამენტის _______________________________

(თანამდებობა, სახელი და გვარი)

სახით და, მეორე მხრივ, _______________________________________________________

(პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი )

წარმოდგენილი ________________________________

(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

სახით (შემდგომში „მოვალე“), შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 81 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის XV თავის შესაბამისად, „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 20____ წლის ______ _____________ №______ ბრძანების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

მოვალეზე 20 ___ წლის ____ _____________ მდგომარეობით რიცხული _________ლარის (მათ შორის, ძირითადი ________ ლარი, ჯარიმა ______ ლარი, საურავი ______ ლარი) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებების წარმოდგენის გარეშე.

 

მუხლი 2. მხარეთა ვალდებულებები

2.1. მოვალე ვალდებულია:

2.1.1. არ დაარღვიოს ამ ხელშეკრულების დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობები;

2.1.2.საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;

2.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდოს დამატებით დარიცხული საურავი;

2.2.კრედიტორი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

მუხლი 3. დასკვნითი დებულებები

3.1. წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია მოვალის მიერ ამ ხელშეკრულებით ან/და მისი დანართით (გადახდის გრაფიკით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა ან ამ ხელშეკრულების გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე აღიარებული საგადასახადო დავალიანების სრულად დაფარვა (მოვალეს, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, არ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება);

3.2. ხელშეკრულების დანართი (გადახდის გრაფიკი) წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

3.3. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

 

მუხლი 4. მხარეთა რეკვიზიტები:

კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის

 

__________________________________ /______________________/

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 

„მოვალე“ – ____________________________________

 

(პირის დასახელება/ სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

__________________________________ /______________________/

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 

დანართი №3

 

ხელშეკრულება №----

თავდებობის შესახებ

 

_____________________________ _____________________________

(ხელშეკრულების გაფორმების ადგილი) (ხელშეკრულების გაფორმების თარიღი)

ერთი მხრივ სსიპ – შემოსავლების სამსახური (შემდგომში „კრედიტორი“) წარმოდგენილი ვალის მართვის

დეპარტამენტის _______________________________

(თანამდებობა, სახელი და გვარი)

სახით და, მეორე მხრივ, _____________________________________________________________,(პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

წარმოდგენილი ______________________________________

(თანამდებობა, სახელი გვარი, პირადი ნომერი)

 

სახით (შემდგომში „თავდები”), შემდგომში ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის XV1 თავის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის (შემდგომში „მოვალე“) ------------------------------------------------------------------------------------------

(პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

ამ ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მდგომარეობით რიცხული _________ლარის (მათ შორის, ძირითადი ________ ლარი, ჯარიმა ______ ლარი, საურავი ______ ლარი) საგადასახადო დავალიანება, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ პერიოდში ამ თანხაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად დარიცხული საურავის ჩათვლით, თუ მოვალე დადგენილ ვადაში არ გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხას და შესაბამის საგადასახადო სანქციას;

1.2. თავდებობის ხელშეკრულება ფორმდება:___________________________________________

________________________________________________________________________________;

(საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების/საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად)

1.3. ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1 პუნქტში დაფიქსირებულ საგადასახადო დავალიანებაზე დასარიცხი სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჩათვლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, თავდებობის მაქსიმალური თანხა შეადგენს --------------------------------- ლარს (შემდგომში „თავდებობის თანხა”). (ციფრებით და სიტყვიერად)

 

მუხლი 2. მხარეთა ვალდებულებები

2.1. თავდები იღებს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, მოვალესთან ერთად, იმავე მოცულობით სოლიდარულად იყოს პასუხისმგებელი ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის;

2.2. თავდებს შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა კრედიტორის მხრიდან მოვალის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების გარეშეც, თუ მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას/დაარღვია კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები;

2.3. თავდები ვალდებულია, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს თავდებობის თანხის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე განთავსება;

2.4. ამ მუხლის 2.3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში თავდების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ ვერ ხერხდება თავდების მიერ მითითებულ მისამართზე ამ მუხლის 2.3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ჩაბარება, კრედიტორს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები;

2.5. თავდების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორი თავდებს გადასცემს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას;

2.6. თუ მოვალე გახდა გადახდისუუნარო, დაკარგა ქმედუნარიანობა, გახდა შეზღუდულ ქმედუნარიანი ან გარდაიცვალა, თავდები არ თავისუფლდება ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან.

 

მუხლი 3. დასკვნითი დებულებები

3.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერისთანავე;

3.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ცვლილება და დამატება ძალაში შედის, თუ ის გაფორმებულია წერილობით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ;

3.3. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

3.4. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას დაიცვას მეორე მხარისაგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;

3.5.ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემა თითოეულ მხარეს.

 

მუხლი 4. მხარეთა რეკვიზიტები:

კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის

 

__________________________________ /______________________/

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 

„თავდები“ – ______________________________________________

(პირის დასახელება/ სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)

 

__________________________________ /______________________/

(თანამდებობა, სახელი და გვარი) (ხელმოწერა)

 

სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე