გადაწყვეტილება №25261/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.08.2025
№ დოკუმენტი 25261/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№25261/2/2025

11 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 4.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25261/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.03.2024 წლის №21334/2/2023 (რეგ. 13.03.2024 წელი, №03/19840) გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება.

 

დარიცხული თანხა: 6 549 332.60 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 4 053 176

ჯარიმა - 1 971 087

საურავი - 525 069.60

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის №14383 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №9281 ბრძანება და №021-24 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 6 549 332.60 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 22 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26228 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 16.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.03.2024 წლის №21334/2/2023 (რეგ. 13.03.2024 წელი, №03/19840) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26228 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №021-24 საგადასახადო მოთხოვნა და ამ მოთხოვნით მომჩივნის მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

2025 წლის 4 ივნისს გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 1.03.2024 წლის №21334/2/2023 (რეგ. 13.03.2024 წელი, №03/19840) გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, ითხოვს უზრუნველყოფილი იქნეს საბჭოს 1.03.2024 წლის №21334/2/2023 (რეგ. 13.03.2024 წელი, №03/19840) გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 1.03.2024 წლის №21334/2/2023 (რეგ. 13.03.2024 წელი, №03/19840) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2025 წლის დასკვნა, 15.07.2025 წლის №15944 ბრძანება და №021-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს სრულად შეუმცირდა დარიცხული თანხა. შესაბამისად, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 306-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული. შესაბამისად, ითხოვს უზრუნველყოფილი იქნეს საბჭოს 1.03.2024 წლის №21334/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 6 549 332.60 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 16.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 1.03.2024 წლის №21334/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26228 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 აპრილის №021-24 საგადასახადო მოთხოვნა და ამ მოთხოვნით მომჩივნის მიმართ განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

306(2).