ბრძანება N 18903
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18903
02 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 16 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ------) №103403/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება ხელს არ უშლის მის აღსრულებას და ითხოვს 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13143 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ ------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 30 დეკემბრის №33877 ბრძანება და ამავე თარიღის №006-704 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 263 886 ლარი, მათ შორის გადასახადი 143 385 ლარი, ჯარიმა 71 693 ლარი და საურავი 48 808 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 იანვარს და 16 თებერვალს წარდგენილ იქნა საჩივრები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
„1. შპს „--------“ (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შპს „-------“ შეფასების დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა 2020 წლის 30 ივლისის მდგომარეობით შპს „--------“ (ყოფილი შპს „--------“) 100% წილის საბაზრო ღირებულება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება ხელს არ უშლის მის აღსრულებას და ითხოვს 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 25 მაისის №13143 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 30 დეკემბრის №33877 ბრძანება და ამავე თარიღის №006-704 საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის 24 იანვარს და 16 თებერვალს წარდგენილ იქნა საჩივრები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აპრილის №8984 ბრძანების აღსრულება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306(2)(3).