N 1578-Vმს-XIმპ - 27/05/2026 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 27.05.2026
№ დოკუმენტი 1578-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 371 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 20 000 ლარს;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს;“;

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარს;“;

დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ − 10 000 ლარს;“;

ე) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიმართ − 20 000 ლარს;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,27 მაისი 2026 წ.

N1578-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე