გადაწყვეტილება №24326/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.12.2024
№ დოკუმენტი 24326/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24326/2/2024

20 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 23.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24326/2/2024).

 

დავის საგანი:

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 8 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში წარადგინა განმეორებითი განცხადება (ID:----------) კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 აგვისტოს ID:33572033 გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება 2024 წლის 22 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.09.2024 წლის №20571 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 20.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 27.09.2024 წლის №23970/2/2024 გადაწყვეტილებით (დოკუმენტის გამოცემის თარიღი: 2.10.2024 წელი) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.09.2024 წლის №20571 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც 31.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.11.2024 წლის №24229/2/2024 გადაწყვეტილებით (რეგისტრაციის თარიღი: 18.11.2024 წელი) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება 31.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.11.2024 წლის №24229/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება 23.11.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება 31.10.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 13.11.2024 წლის №24229/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23142 ბრძანება 23.11.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159.