ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 29.12.2016
№ დოკუმენტი 21
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №21

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შემოღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 40 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 4 000 ლარი კვარტალში;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინეს თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ.გ) ტოტალიზატორების თამაშობებზე – 300 000 ლარი კვარტალში.

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – 20 000 ლარი კვარტალში.

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 14 000 ლარი კვარტალში.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 20.12.2022წ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №29 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილების (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007 წ., გვ.: 8,9,10,15,16) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4 (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ).

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის

დროებით მოვალეობის შემსრულებელი ლაშა სირაბიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე