გადაწყვეტილება №24424/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.12.2024
№ დოკუმენტი 24424/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24424/2/2024

23 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 10.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24424/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2024 წლის №EL263488 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 29.11.2024 წლის №25165 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

21.09.2024 წელს მომჩივნის მიერ გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, №--- საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით №--- კონტეინერით შემოსატანი საქონელი (მედიკამენტები, სეს ესნ-ის კოდით 3004 90 00 000, საერთო საბაჟო ღირებულებით 96 306.58 ლარი). აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ, №--- კონტეინერი განთავსდა ----ს ქუჩაზე მდებარე შპს „---ის“ (ს/ნ ---) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, ხოლო 26.09.2024 წელს №---კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების გარეშე, გატანილ იქნა შპს „----ის“ საბაჟო საწყობიდან და გამოცხადებულ იქნა ---ნის რაიონში, სოფელ---ში მდებარე შპს „---ის“ (ს/ნ ---) საბაჟო საწყობში, რასაც ადასტურებს მომჩივნის №161234/21-10-21 (27.09.2024წ.) და №161626/21-10-21 (28.09.2024წ.) განცხადებები.

გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის 28.09.2024 წლის №EL263488 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.11.2024 წლის №25165 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

---ის ტერმინალში შევიდა წინასწარი საწყობის დეკლარაციით დეკლარირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთი. ----ის ტერმინალმა დეკლარაცია გაუშვა დერეფანში (ე.წ. დეკლარაციის ფერების შერჩევა). მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან დარეგისტრირდა საწყობის დეკლარაცია, მისი დერეფანში (დეკლარაციის ფერების შერჩევა) გაშვების უფლება მებაჟე დეკლარანტს არ ჰქონდა. ამასთან, წინასწარი საწყობის დეკლარაციაში მითითებული იყო საწყობის კოდი, საიდანაც დგინდებოდა, რომ ტვირთი შპს ---ში (ს/ნ ---) უნდა შესულიყო. მომჩივანმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენდა ხარვეზს და აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს, ასევე საკითხთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია გაიარა მებაჟე დეკლარანტთან, სადაც აღინიშნა, რომ ვინაიდან პროცედურა დაირღვა საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან, არ მოხდებოდა კომპანიის დაჯარიმება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართ №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.

საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 18.12.2024 წლის №118339-21-10 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

მომჩივნის განმარტებით, ---ის ტერმინალში შევიდა წინასწარი საწყობის დეკლარაციით დეკლარირებული კომპანიის კუთვნილი ტვირთი. ---ის ტერმინალმა დეკლარაცია გაუშვა დერეფანში (ე.წ. დეკლარაციის ფერების შერჩევა). მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვინაიდან დარეგისტრირდა საწყობის დეკლარაცია, მისი დერეფანში (დეკლარაციის ფერების შერჩევა) გაშვების უფლება მებაჟე დეკლარანტს არ ჰქონდა.

ამასთან, წინასწარი საწყობის დეკლარაციაში მითითებული იყო საწყობის კოდი, საიდანაც დგინდებოდა, რომ ტვირთი შპს ---ში (ს/ნ ---) უნდა შესულიყო. მომჩივანმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის ქმედება წარმოადგენდა ხარვეზს და აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა საბაჟო ორგანოს, ასევე საკითხთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია გაიარა მებაჟე დეკლარანტთან, სადაც აღინიშნა, რომ ვინაიდან პროცედურა დაირღვა საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან, არ მოხდებოდა კომპანიის დაჯარიმება.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებას, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვას ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვას ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევის ფაქტს, შესაბამისად მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჯარიმის დაკისრება მართებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ იქნა კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საზღვაო გზით შემოსატანი საქონელი (მედიკამენტები, სეს ესნ-ის კოდით 3004 90 00 000, საერთო საბაჟო ღირებულებით 96306.58 ლარი). კონტეინერი და მასში განთავსებული საქონელი, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების გარეშე, გატანილ იქნა საბაჟო საწყობიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 170.