ბრძანება N 16698

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 10.07.2023
№ დოკუმენტი 16698
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16698

10.07.2023

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის: ქ. ---------)

2023 წლის 20 ივნისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა გადაამოწმა შპს „-------“ (ს/ნ -------) №105526/21-10-21 საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომელიც ეხება ფ/პ ----------ის (დოკ.№ -------) მიმართ შედგენილ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივნისის №EL212595 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:

 საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

 საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

2023 წლის 10 ივნისის №EL212595 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ფ/პ --------ის (დოკ.№ ------) მიმართ, თუმცა საჩივარს არ ერთვის ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა.

ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისს №21-04/50678 წერილით შპს „--------“ (ს/ნ ------) მიეცა რეკომენდაცია, ამ წერილის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში საჩივარი შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

ხარვეზის დადგენის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისს №21-04/50678 წერილი შპს „-------“ (ს/ნ -------) გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 23 ივნისს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 30 ივნისი, თუმცა ხარვეზი, რომელიც საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს, მომჩივანს არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შპს -ს საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რომელიც ეხება ფ/პ -ის მიმართ შედგენილ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 ივნისის №EL212595 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

2023 წლის 10 ივნისის №EL212595 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ფ/პ -ის მიმართ, თუმცა საჩივარს არ ერთვის ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისს №21-04/50678 წერილით მომჩივან კომპანიას მიეცა რეკომენდაცია, ამ წერილის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში საჩივარი შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

ხარვეზის დადგენის შესახებ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივნისს №21-04/50678 წერილი მომჩივანს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მეშვეობით, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 23 ივნისს და ჩაითვალა ჩაბარებულად. ამდენად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 30 ივნისი, თუმცა ხარვეზი, რომელიც საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს, მომჩივანს არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 37, 300(1)(2), 301"გ""ვ".