დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-93-535-06 9 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ო. ბ-ძემ მოპასუხედ მიუთითა სს „ჭ-ი“ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ო. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ო. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინებით ო. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავეწ. 1 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.
პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 229-ე მუხლით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 385-ე მუხლით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის შეიძლება ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჭ-ის“ წარმომადგენელმა ლ. ს-შვილმა. კასატორმა მოითხოვა 2005წ. 22 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მან არასწორად განმარტა კანონი, თითქოსდა მოსარჩელისათვის პირადად არ იყო ცნობილი პროცესის ჩატარების დრო და თარიღი და იგი გაფრთხილებული არ იყო ამის შესახებ. მან არ გაითვალისწინა, რომ სასამართლო უწყება ყოველგვარი წესის ანუ სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით ჩაბარებული ჰქონდა მოსარჩელის ოჯახს.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები, რომლებიც მითითებულია სსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლებში.
სამოტივციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ სს „ჭ-ის“ საკასაციო საჩივრის არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სხდომის დღის შესახებ ცნობილი იყო მოსარჩელის წარმომადგენელ _ ე. ბ-ძისთვის ასევე დადგენილია, 2005წ. 22 მარტის მთავარ სხდომაზე მოსარჩელე ო. ბ-ძე ჭიათურის რაიონული სასამართლოს მიერ გამოძახებული არ იქნა იმდროისათვის მოქმედი სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არც გამოუცხადებლობის შედეგებზე ყოფილა გაფრთხილებული
საქართველოს სამოქალაო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორის მოსაზრება, რომ თუკი სხდომაზე გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი ე. ბ-ძე, პროცესის შესახებ იცოდა მისმა მეუღლემ ო. ბ-ძემაც, ვინაიდან ისინი ერთად ცხოვრობენ, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნული კასატორი მხარის მიერ არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” პუნქტის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-ე, 78-ე მუხლებით დადგენილი წესით
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე‚ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და იმავეწ. 01 ივნისის განჩინების გაუქმების შესახებ სათანადოდ დასაბუთებულია, ამდენად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.L
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:E
B
სს „ჭ-ის“ საკასაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩესA ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
UN
DA
3. მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება