მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა
სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლი · სკ 410
ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
წინა რედაქცია (11.07.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 410. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზემოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმისთქმა დაუშვებლობა დაუშვებელია ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა წინასწარიდაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2116)
საქმე №ას-71-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2024
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება სსკ-ის 410-ე მუხლიდან (ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმა დაიშვება, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა…
საქმე №ას-1289-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2023
…მიმდინარე საქმის #3/2259-13 სრული მასალების გამოთხოვისა და მათი ყოველმხრივი და ობიექტური გამოთხოვის შედეგად დავის გადაწყვეტის შესახებ მითითებით საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე. სსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
საქმე №ას-693-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
…შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელსაც აღნიშნული ნორმა განამტკიცებს, მოიცავს, როგორც თავისუფალი კონტრაჰირების, ისე ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების თავისუფლებას (სსკ-ის 319-ე და 327-ე მუხლები). 24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლი უშვებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე წინასწარ უარის თქმას.
საქმე №ბს-628(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2022
ამდენად, ზემოთ მითითებულ ნაწილში არ არსებობს საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. საფუძველს მოკლებულია კასატორის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის 12.09.2011წ.
საქმე №ას-862-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მხარეთა შორის ხელშეკრულების №2 დანართის გაფორმება, რომელშიც მოცემული იყო გამყიდველის საგარანტიო პირობები, მათ შორის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი/შემზღუდველი ნორმები, სასამართლო არ დაეყრდნო აღნიშნულ პუნქტებს, რითიც ასევე უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული გამყიდველის უფლება - ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წინასწარ გამორიცხვის თაობაზე.
საქმე №ას-789-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2021
საქმე №ას-661-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
საქმე №ას-19-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2020
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 410, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-410/