1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1085)
საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
№2/3/423 გადაწყვეტილებებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე, 992-ე და 413-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას ქ. თბილისის...ის რაიონული პროკურატურის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო ითხოვდა, რაც გამოიხატა გამოძიების უსაფუძვლო გაჭიანურებასა და გარდაცვლილი მეუღლის მკურნალი ექიმების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაუწყებლობაში.
საქმე №ას-420-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
მუხლის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქმე №ბს-261(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
კასატორმა - საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 992-ე და 1005-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით.
საქმე №ას-435-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2026
მუხლის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საქმე №ას-98-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
…ხასიათი - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას. 39. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საქმე №ბს-184(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
საქმე №ბს-550(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
მუხლი 5. შემსრულებლის პირადი არაქონებრივი უფლებები— ისმო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ჟენევა საავტორო და მომიჯნავე უფლებების ზოგიერთი საკითხისადმი მიძღვნილი დიპლომატიური კონფერენცია ჟენევა, 2-20 დეკემბერი, 1996 წ.
ისმო-ს ხელშეკრულება შესრულებებისა და ფონოგრამების შესახებ მიღებულია დიპლომატიური კონფერენციის მიერ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 413, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-413/