1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა)
აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ)
ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ)
განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ:
ა)
ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა;
ბ)
დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;
გ)
ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი;
დ)
მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ.
4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.
5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვად
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.12.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 405. დამატებითი ვადის დაწესება ვალდებულების დარღვევისას 1. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. 2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აა) ) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბბ) ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გგ) ) განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. 3. ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ: აა) ) ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა; ბბ) ) დარღვეულია 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და, ამის მიუხედავად, კრედიტორს შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; გგ) ) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად თვითონ არის პასუხისმგებელი; დდ) ) მოთხოვნას უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც მოვალემ უკვე წარადგინა ან დაუყოვნებლივ წარადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ. 4. კრედიტორი უფლებამოსილია შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. 5. მოვალე უფლებამოსილია განუსაზღვროს კრედიტორს ხელშეკრულებაზე უარის თქმის გონივრული ვადა.ვად
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1165)
- საქმე №ას-472-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-400, 405-ე, 429-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება, ხოლო მას არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი…
- საქმე №ას-281-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2026
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნას, რომ მენარდე სსკ-ის 405-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად გავიდა ცალმხრივად ხელშეკრულებიდან და ვინაიდან სახეზე არ გვაქვს რაიმე ვალდებულების დარღვევა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
- საქმე №ას-1321-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
ამ მიმართებით, საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა.
- საქმე №ას-58-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2026
საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა.
- საქმე №ას-330-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
პალატამ შეაფასა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველი და მიუთითა სსკ-ის 405-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შინაარსზე, რომლის თანახმადაც, თუ ერთი მხარე არღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მეორე მხარე უფლებამოსილია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე (მოშალოს ხელშეკრულება) დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
- საქმე №ას-175-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-1236-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ას-186-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1395-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2026
- საქმე №ას-1547-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2026
- საქმე №ას-1362-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2025
- საქმე №ას-412-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2025
- საქმე №ას-1399-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №ას-1182-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-779-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-617-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-847-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №ას-115-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2025
- საქმე №ას-709-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-767-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ბს-660(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2025
- საქმე №ას-27-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №ას-408-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ას-1515-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
- საქმე №ას-155-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2025
- საქმე №ას-1496-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2025
- საქმე №ას-700-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №ას-69-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
- საქმე №ბს-480(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
- საქმე №ას-1217-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1146-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №ას-1245-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2025
- საქმე №ას-44-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-1252-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
- საქმე №ას-731-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-1281-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2024
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1165-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება