1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).
2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას.
3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით და იგი არ უნდა აღემატებოდეს ოთხმოცდაცხრამეტ წელს.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.03.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 233. ცნება 1. მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება). 2. აღნაგობის უფლება შეიძლება გავრცელდეს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აუცილებელი აღნაგობისათვის, მაგრამ იძლევა ნაგებობით უკეთ სარგებლობის შესაძლებლობას. 3. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით,შეთანხმებით რომელიცდა იგი არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტოთხმოცდაცხრამეტ წელს. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(276)
- საქმე №ას-936-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპასუხე კომპანიისთვის გადაცემის სანაცვლოდ, საკუთრებაში მიიღებდა ამ ნაკვეთზე აშენებულ მრავალსართულიან სახლში ინდივიდუალიზირებულ ფართებს ხელშეკრულებაში მითითებული პირობებითა და ოდენობით. 15. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).
- საქმე №ას-1034-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. 21. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებას, რომ სახეზე არაა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი საფუძვლები (იხ. სსკ-ის 233-ე მუხლი), რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევდა. მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ წარუდგინა რელევანტური მტკიცებულებები, რომელიც სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაში დაარწმუნებდა.
- საქმე №ას-210-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის, I ნაწილზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).
- საქმე №ას-537-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2025
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე და 233-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის წინაპირობებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ…
- საქმე №ას-1332-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
სამოქალაქო კოდექსის 233-ე, 234-ე, 183-ე მუხლებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მსგავსად, აღნაგობის შემთხვევაშიც აღნაგობის ხელშეკრულება ძალაში შედის და მოქმედებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ.
- საქმე №ას-792-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2024
- საქმე №ას-234-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2024
- საქმე №ას-583-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-104-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
- საქმე №ბს-546(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.04.2024
- საქმე №ას-1274-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-1274-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-1274-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2024
- საქმე №ას-1632-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
- საქმე №ას-1038-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
- საქმე №ას-1483-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2023
- საქმე №ბს-507(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-928-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
- საქმე №ბს-1221(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
- საქმე №ბს-583(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
- საქმე №ას-301-301-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.12.2021
- საქმე №ბს-1217(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2021
- საქმე №ას-429-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2021
- საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
- საქმე №ას-262-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
- საქმე №ას-1656-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2020
- საქმე №ას-1504-1424-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.02.2018
- საქმე №ას-1188-1148-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2017
- საქმე №ბს-959-950(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2017
- საქმე №ას-1058-1018-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
- საქმე №ას-653-624-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2016
- საქმე №ას-526-499-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2016
- საქმე №ას-354-336-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2016
- საქმე №ას-1072-1011-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2015
- საქმე №ას-691-661-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2015
- საქმე №ას-957-915-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2015
- საქმე №ას-775-742-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2015
- საქმე №ბს-141-138(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2015
- საქმე №ას-86-82-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2013
- საქმე №ას-987-927-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 276-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება