ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5667 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2117 – ვებგვერდი, 16.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2022 კანონი №2117
- 20.12.2019 კანონი №5667
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. თავდებისამ ანწესიდან დამგირავებლისგამონაკლისი თანხმობაშემთხვევები საჭიროდგინდება არკანონით. არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20 [მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით. (ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან) ]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №ას-930-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
…პალატამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასწორად წარმართა. კერძოდ, თითქოსდა არ არსებობდა ქ.ჩ–იას თანხმობა მოვალის ჩანაცვლებაზე/ ჩამატებაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა მოვალის ცვლილებისას იპოთეკის უფლების შეწყვეტას სსკ-ის 206-ე მუხლის საფუძველზე და აღნიშნულის ნაცვლად, მიუთითა, რომ თავად ბანკმა, იპოთეკარმა მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს იპოთეკის საგანზე, რეგისტრირებული უფლების გაუქმების შესახებ.
- საქმე №ას-815-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
…სამართლებრივ ურთიერთობაში შედის როგორც კრედიტორთან, ისე მოვალესთან. 40. იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის კი მოვალის ცვლილების შემთხვევაში, საჭიროა, ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულის საპირისპირო ქმედება არ გამომდინარეობს კანონიდან. სსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.
- საქმე №ას-1178-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
ამას მოწმობს სსკ-ის 206-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.
- საქმე №ას-107-107-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.01.2020
ასევე, იმავე კოდექსის 206-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
ამას მოწმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 206-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე.
- საქმე №ას-554-522-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2012
- საქმე №ას-837-786-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2010
- საქმე №ბს-972-932(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2008
- საქმე №ას-1408-1627-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2006
- საქმე №ბს-42-42(კ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2006
- საქმე №ას-990-1246-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2005
- საქმე №ას-992-1249-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.02.2005
- საქმე №ას-590-860-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.09.2004
- საქმე №ას-814-1451-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2004
- საქმე №ას-861-1491-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2004
- საქმე №ბს-422-542-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2004
- საქმე №ას-189-881-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2003
- საქმე №ას-706-1348-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2003
- საქმე №3კ/1084-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2002
- საქმე №3კ/1039-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2002
- საქმე №010210015974558 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330210117002190534 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №080210017001983421 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №330310018002445396 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება