თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2117 – ვებგვერდი, 16.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2022 კანონი №2117
- 23.12.2017 კანონი №1901
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ვალის გადაკისრების ნამდვილობისათვის მოთხოვნის მფლობელის თანხმობა საჭირო არ არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. [მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით. (ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან) ]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(66)
- საქმე №ას-755-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…“ა.დ–ვა”-ს (საიდენტიფიკაციო N......) ცნობა მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ სადავო პროცესში კრედიტორს წარმოადგენს ფონდი, შესაბამისად, მოვალე არის სს “ა.დ–ვა”, რადგან საქმე ეხება არა მოთხოვნის დათმობას, არამედ- ვალის გადაკისრებას, რაც სსკ-ის 204-ე მუხლით არის მოწესრიგებული: “ თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული”.
- საქმე №ას-242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
თუმცა ვინაიდან მოთხოვნის დათმობის სამართალში მოთხოვნის გადაცემის განხორციელებისთვის იმავდროულად უნდა მოხდეს სინალაგმის შენარჩუნება (ანუ მოთხოვნის გადაცემა შესრულების ვალდებულებასთან ერთად), მოსარჩელისგან მოპასუხისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება სამართლებრივად უნდა შესრულდეს სსკ-ის 204-ე მუხლის (თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე) საფუძველზე, ანუ ვალის გადაკისრების გზით.
- საქმე №ას-658-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
D”-ის ნაკისრი ვალდებულების (საკუთრების უფლების გადაცემის) შესრულებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრას, ამდენად, დავისათვის რელევანტურია არა უფლებებისა და მოთხოვნების სხვა პირისათვის გადაცემის მომწესრიგებელი ნორმები, არამედ ვალის გადაკისრების ინსტიტუტი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლები, რომლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება).
- საქმე №ას-329-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2022
…ხელშეკრულებაში, მართალია, აღნიშნულია, რომ ა.გ–ა გადაიხდის ბანკისათვის ასანაზღაურებელ თანხას, თუმცა სასამართლომ ხელშეკრულება ვერც ვალის გადაკისრებად მიიჩნია, რამდენადაც არ არსებობს მოთხოვნის მფლობელის - ბანკის თანხმობა, რომელიც სსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, ვალის გადაკისრების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სააპელაციო სასაართლომ ა.გ–ა არა ნ.ყ–ისა და დ.ყ–ების უფლებამონაცვლედ, არამედ ამ პირების წარმომადგენელად მიიჩნია (იხ.
- საქმე №ას-1033-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2022
შესაბამისად, სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლებით განმტკიცებული ვალის გადაკისრების ყველა სამართლებრივი წინაპირობა. 11.5. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მეორე მოპასუხემ უძრავ…
- საქმე №ას-655-655-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
- საქმე №ბს-893(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
- საქმე №ას-163-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.09.2020
- საქმე №ას-341-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020
- საქმე №ას-1284-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2020
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-1382-1302-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2018
- საქმე №ას-1473-1393-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2018
- საქმე №ას-1369-1289-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2018
- საქმე №ას-219-208-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2017
- საქმე №ას-1041-1002-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2017
- საქმე №ას-1078-1035-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
- საქმე №ას-1207-1167-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2017
- საქმე №ას-782-749-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2016
- საქმე №ას-528-501-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2015
- საქმე №ას-877-839-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2015
- საქმე №ას-1338-1376-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2015
- საქმე №ას-944-906-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2015
- საქმე №ას-163-156-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2013
- საქმე №ას-1271-1200-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.12.2012
- საქმე №ას-1284-1211-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2012
- საქმე №ას-553-522-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ას-608-573-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2011
- საქმე №ას-553-521-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.12.2010
- საქმე №ბს-350-335(კს-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2009
- საქმე №ას-828-1143-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2008
- საქმე №ბს-855-817(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.01.2008
- საქმე №ბს-1105-684(5კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2006
- საქმე №ას-759-1057-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2005
- საქმე №ას-1435-1554-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2005
- საქმე №ბს-1218-1037-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2005
- საქმე №ას-1087-1335-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2005
- საქმე №ბს-657-566-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2004
- საქმე №ას-536-811-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2004
- საქმე №ას-68-379-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2004
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 66-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება