დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1206აპ ქ. თბილისი
18 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატების – გ. შ-სა და ე. გ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის განაჩენით, ნ. ხ-კი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ. ხ-კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესჯა: საქართველოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, სსკ 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ნ. ხ-კს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. დაკმაყოფილდა დაზარალებულ მ. მ-ის სამოქალაქო სარჩელი და ნ. ხ-კს მის სასარგებლოდ დაეკისრა 40 ლარისა და 3100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში (იმ დროს მოქმედი კურსით) გადახდა. სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 26 ივლისიდან, სასჯელის ათვლაში ჩაეთვალა პატიმრობასა და შინაპატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2003 წლის 7 აგვისტოდან 2003 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.
ნ. ხ-კი თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1982 წლის რედაქცია), სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. განაჩენით მას მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
ნ. ხ-მა განიზრახა მოქალაქეთა პირადი ქონების თაღლითური გზით მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002 წლის ზაფხულში, ნ. გ-ის სახელით გაეცნო ზ. ე-ლს, რომ თითქოს ის იყო --- კანცელარიის --- განყოფილების თანამშრომელი და დაჰპირდა ახლობლებისათვის ევროვიზების დამზადებას. მოიპოვა რა ზ. ე-ის ნდობა, ვითომდა ევროვიზების დასამზადებლად, თაღლითურად გამოსტყუა 2632 ლარი, დანაპირები არ შეასრულა და ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც ზ. ე-ლს მიაყენა 2632 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2002 წლის ზაფხულში ნ. ხ-კი ნ. გ-ის სახელით გაეცნო ზ. ე-ლს და მოატყუა, რომ ის იყო --- კანცელარიის --- სამსახურის თანამშრომელი და დაჰპირდა კომერციულ საქმიანობაში ჩაბმას და მოგების მიღებას. ამ მიზნით, თაღლითური გზით გამოსტყუა 21823 ლარი, დანაპირები არ შეასრულა და ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 21823 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2002 წლის ივლისის დასაწყისში ნ. ხ-კი ნ. გ-ის სახელით გაეცნო რა ზ. ე-ლს, დაჰპირდა მისი ახლობლების აშშ-ში სამუშაოდ გამგზავრებას. მოიპოვა რა ზ. ე-ის ნდობა, გაიცნო მისი ნათესავი თ. შ-ლი, რომელსაც 2001 წლის ივნისში ვითომდა აშშ-ში სამუშაოდ გამგზავრების სანაცვლოდ თაღლითურად გამოსტყუა 20 051 ლარი, დანაპირები არ შეასრულა და ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 20.051 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2003 წლის ივნისის ბოლოს ნ. ხ-კი მ. წ-ლი-კ-ის სახელით გაეცნო მ. მ-ლს, რომ იგი თითქოსდა მუშაობდა საქართველოში --- საელჩოში --- განყოფილების უფროსად და შეჰპირდა 3000 აშშ დოლარად აღნიშნულ განყოფილებაში ---ის თანამდებობაზე მოწყობას, რის გამოც 2003 წლის ივლისში ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად გამოსტყუა 6656 ლარი, დანაპირები არ შეასრულა და ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 6656 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2005 წლის ზამთარში ნ. -კი მივიდა ქ. თბილისში, ---ის ქუჩა ¹6-ში მდებარე ყიდვა-გაყიდვის ოფისში, სადაც გ. ა-ას გაეცნო ჟ. ჭ-ის სახელით და მოატყუა, რომ თითქოსდა პირად საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და სურდა მისი იპოთეკით დატვირთვა. ნ. ხ-მა მიიყვანა და ა-ას აჩვენა ქ. თბილისში, ---ს მე-- კვარტლის მე-2 კორპუსში მდებარე ბინა ¹46, რომელიც ჟ. ჭ-ლს ქირით ჰქონდა გადაცემული ნ. ხ-სათვის. აღნიშნულის საფუძველზე 2005 წლის 25 იანვარს ნ. ხ-მა ჟ. ჭ-ის სახელზე დამზადებული ყალბი პასპორტის გამოყენებით გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდგომში ორ პროცენტიანი სარგებლის მიღების პირობით, რისთვისაც მას მოტყუებით გამოართვა 5400 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულ გ. ა-ას მიაყენა 5400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2005 წლის ზამთარში ნ. ხ-კი მივიდა რა ქ. თბილისში, ---ის ქუჩა ¹6-ში მდებარე ყიდვა-გაყიდვის ოფისში, ასევე იქ მომუშავე თ. გ-ლს გაეცნო ჟ. ჭ-ის სახელით, მოატყუა, რომ საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა სურდა და ამ მიზნით მიიყვანა და აჩვენა ქ. თბილისში, ---ს მე-- კვარტლის, მე-2 კორპუსში მდებარე ბინა 46, რომელიც მოქალაქე ჟ. ჭ-ლს ეკუთვნოდა. აღნიშნულის საფუძველზე 2005 წლის 25 იანვარს ნ. ხ-მა, ჟ. ჭ-ის სახელზე დამზადებული ყალბი პასპორტის გამოყენებით, გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდგომში ორ პროცენტიანი სარგებლის მიღების პირობით, რისთვისაც მას მოტყუებით გამოართვა 3 600 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულ თ. გ-ლს მიაყენა 3600 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2005 წლის ზამთარში ნ. ხ-კი მივიდა რა ქ. თბილისში, ---ის ქუჩა ¹6-ში მდებარე ყიდვა-გაყიდვის ოფისში, ასევე იქ მომუშავე ნ. ა-ლს გაეცნო ჟ. ჭ-ის სახელით, მოატყუა, რომ საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვა სურდა და ამ მიზნით მიიყვანა და აჩვენა ქ. თბილისში, ---ს მე-- კვარტლის, მე-2 კორპუსში მდებარე ბინა ¹46, რომელიც მოქალაქე ჟ. ჭ-ლს ეკუთვნოდა. აღნიშნულის საფუძველზე 2005 წლის -- იანვარს ნ. ხ-მა, ჟ. ჭ-ის სახელზე დამზადებული ყალბი პასპორტის გამოყენებით, გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შემდგომში ორ პროცენტიანი სარგებლის მიღების პირობით, რისთვისაც მას მოტყუებით გამოართვა 13. 680 ლარი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულ ნ. ა-ლს მიაყენა 13 680 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განაჩენით ზემომითითებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ნ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები - გ. შ-ია და ე. გ-ია საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ნ. ხ-კს მსჯავრი დაედოს მხოლოდ მ. მ-ის კუთვნილი 5620 ლარის თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, ხოლო დანარჩენ ეპიზოდებში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
მსჯავრდებულ ნ. ხ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულების - გ. ა-ას, თ. გ-ის, ზ. ე-ის, ზ. ე-ის, მ. მ-სა და სხვა დაზარალებულების ჩვენებებით, რომლებიც როგორც გამოძიების, ისე სასამართლო პროცესებზე ამხელდნენ ნ. ხ-კს ჩადენილ დანაშაულში.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული ნ. ხ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება და თვლის, რომ მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ნ. ხ-კს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მოსახდელად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და საბოლოოდ ნ. ხ-კს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
«ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მსჯავრდებულ ნ. ხ-კს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,,,ბ» ქვეპუქნტებით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს.
მსჯავრდებულ ნ. ხ-კს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.