შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹182 საზ. 16 ივლისი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდეგი ცვლილებებითა და დამატებებით) ) 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე, მეხუთე პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 238-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით; სსკ-ის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; სსკ-ის მე-17 მუხლითა და 133-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით; სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მეექვსე, მეშვიდე პუნქტებით – განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა. იგი პატიმრობაშია 1994 წლის 27 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ¹-- ბრძანებულებით სიკვდილმისჯილი თ. კ-ძე შეწყალებულ იქნა და იმავე ბრძანებულებით მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.
მსჯავრდებული თ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ნ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის იმ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ყველაზე მსუბუქია და ამ კანონის მიხედვით მისთვის სასჯელის განსაზღვრას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ი-ის პირადი საქმის მასალები, შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. კ-ეს განაჩენით შეფარდებული ჰქონდა სიკვდილით დასჯა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე, რომლის ალტერნატივას წარმოადგენდა თავისუფლების აღკვეთა ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. განზრახი მკვლელობისათვის, რომლის ჩადენაში ბრალი დაედო თ. კ-ეს სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ სასჯელის სახით დაწესდა უვადო თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე, თავისუფლების აღკვეთა ვადით ათიდან ოც წლამდე. ხოლო ორი ან რამდენიმე პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ამრიგად, თ. კ-ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, რომელიც ამ ქმედებისათვის სხვადასხვა დროს აწესებდა სასჯელის განსხვავებულ ზომებს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. აღნიშნული თვალსაზრისით, სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, მსჯავრდებულის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასთან მიმართებით, ყველაზე მსუბუქია ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენისას _ მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), რომლის სანქცია სასჯელის მაქსიმალურ ზომად აწესებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. კ-ეს სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება დაენიშნოს თხუთმეტ წელზე მეტი ვადით, ე.ი. იმაზე მეტი ზომით, რაც კანონით გათვალისწინებული იყო მის მიერ დანაშაულის ჩადენისას.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 20 თებერვლის დადგენილების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სიკვდილით დასჯის გაუქმების გამო, მსჯავრდებულს ეს ზომა ეცვლება 15 (თხუთმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედება - განზრახ მკვლელობა ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს მრავალ პირთა სიცოცხლისათვის, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტს, ხოლო ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება -შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს, როელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 14 წლამდე ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) პირთა ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით და ბინაში შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე. სსკ-ის 152-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მეორე ნაწილის პირველი პუნქტი შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 პუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 12 წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტი (მითითებული რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტს (ჯანმრთელობის განზარახ მძიმე დაზიანება სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 133-ე მუხლი (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) შეესაბამება ამჟამად მოქმედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებს, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე, ხოლო ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.
ასევე, თ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) შესაბამისად გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და სასჯელის ზომად ამ ნაწილში განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
მისივე ქმედება საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მასსასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
გარდა ამისა, თ კ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლითა და 133-ე მუხლით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებზე და საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) შესაბამისად, მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წელი და 6 თვე.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. კ-ეს, რომელსაც წინა განაჩენით დანიშნული სიკვდილით დასჯა შეეცვალა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს თ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
მსჯავრდებულ თ. კ-ის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე პუნქტდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეშვიდე პუნქტდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტზე და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა ვადით. საქართველოს სსკ-ის მე-17 და 133-ე მუხლებიდან (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” და ,,ე” ქვეპუნქტებზე და საქართველოს სსკ-ის 56-ე მუხლის მუხლის მესამე ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) შესაბამისად სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით.
მსჯავრდებულ თ. კ-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რომლითაც, საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, შთანთქმულ უნდა იქნეს თ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებით დანიშნული სასჯელები და მას საბოლოოდ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.