საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1424აპ-08 ქ. თბილისი
22 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ნ. ქადაგიძე, ლ. ლაზარაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით თ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 153-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე, თ. მ-ეს განესაზღვრა ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: თ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ეს თანხა მსჯავრდებულს უკვე გადახდილი აქვს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.