საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹463აპ-09 ქ. თბილისი
28 სექტემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშ ვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ პ.ჯ და ო.ტ ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ.ბ და დ.კ საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენზე პ.ჯ, ო.ტ და ო.ხ მიმართ.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით:
1. პ.ჯ _ დაბადებული ... წელს, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით და 8 თვით, ხოლო 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პ.ჯ განესაზღვრა 12 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა;
2. ო.ტ _ დაბადებული .... წელს, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით და 6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ო.ტ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით;
3. ო.ხ _ დაბადებული .... წელს, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სსკ-ის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის და სსსკ-ის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ _ სასჯელის მოხდა გაუგრძელდეს საერთო წესით.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2007 წლის 19 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: პ.ჯ გამართლდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით, ხოლო ო.ტ _ 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. პ.ჯ, ო.ტ და ო.ხ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ განესაზღვრათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ პ.ჯ და ო.ტ ინტერესების დამცველი ადვოკატების _ მ.ბ და დ.კ საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განაჩენზე პ.ჯ, ო.ტ და ო.ხ მიმართ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.