საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹299აპ-11 29 ივნისი, 2011წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს, მსჯავრდებულ ს. გ-ს, მსჯავრდებულ ო. ა-სა და მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
ო. ა-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 11 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ სასჯელს _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული _ 3 წლიდან 2 წელი, სსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული _ 6 წლიდან 3 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ო. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან.
ს. გ-უ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან.
ზ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი.
ზ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 23 თებერვლიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი, 2009 წლის 24 ნოემბერს ამოღებული ხელშეკრულება, მოწმე მ. შ-ს მიერ წარმოდგენილი გასავლის ორდერი და სესხის ხელშეკრულება, 2010 წლის 2 თებერვლის ბრძანების საფუძველზე ამოღებული მობილური ტელეფონების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ამსახველი მასალები შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ყადაღა უნდა მოეხსნას 2010 წლის 27 თებერვლის ბრძანებით დადებულ ო. ა-ს, როგორც ფიზიკური პირის (პირადი ნომერი _ ...) და შპს „...“ (საიდენტიფიკაციო ნომერი _ ..., იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ..., ... რაიონი, ... ქუჩა ¹...), როგორც იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ (ბალანსზე რიცხულ) შემდეგ ქონებას:
1. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ..., ... ქ. ¹..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა _ ... (...), სექტორი – .. (..), კვარტალი _ .., ნაკვეთი – ..;
2. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ..., .. სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორია, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – . (..), სექტორი – .., კვარტალი _ .. , ნაკვეთი – ..;
3. მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი _ ...;
4. მიწის ნაკვეთი, მდებარე .., სოფელი .., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
5. მიწის ნაკვეთი, მდებარე ... რაიონში, დაბა ..., სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – ... (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ...;
6. მანქანა-დანადგარები, ელ-ტექნიკა ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 99 040, 17 ლარი;
7. ავტომანქანა „მიცუბიში-პაჯერო3000“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 34 718, 40 ლარი;
8. ავტომანქანა „მიცუბიში ლ-200-ის” მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 26 288, 54 ლარი;
9. ავტომანქანა ,,მიცუბიში ლ-200-ის” მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 26 289, 20 ლარი;
10. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... – ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 14 691, 42 ლარი;
11. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... – ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 14 691, 42 ლარი;
12. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 14 691, 42 ლარი;
13. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 14 691, 42 ლარი;
14. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 15 661, 04 ლარი;
15. ავტომანქანა „კია-რიო“-ს მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 13 326, 69 ლარი;
16. ავტომანქანა „ჰიუნდაი ტუქსონის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 24 735, 65 ლარი;
17. ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი, 500-ის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 19 627, 52 ლარი;
18. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 7 618, 40 ლარი;
19. ავტომანქანა „პეჟო-206-ის“ მარკის, სახ.¹... _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 7 618, 40 ლარი;
20. სამშენებლო ტექნიკა „...“ მარკის _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 83 288, 13 ლარი;
21. სამშენებლო ტექნიკა „ჰიდრომეკ ...“ მარკის _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 102 707, 56 ლარი;
22. ავტომანქანა „ბმვ-328-ის“ მარკის, სახ.¹... – ნარჩენი საბალანსო ღირებულებით _ 5 015, 04 ლარი;
23. ავტომანქანა „ფოლკსვაგენ კარაველეს“ მარკის, სახ.¹... – ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 10 080, 00 ლარი;
24. ავტომანქანა „მიცუბიშის“ მარკის, სახ.¹... – ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 36 220, 78 ლარი;
25. ტექნიკა „ბაუერი ...“ _ ნარჩენი საბალანსო ღირებულებით – 837 101, 70 ლარი;
26. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
27. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი .., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
28. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
29. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ...;
30. მიწის ნაკვეთი, მდებარე .., სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი –...;
31. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი .., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ...;
32. მიწის ნაკვეთი, მდებარე .., სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
33. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
34. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი .., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ...;
35. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
36. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – .. (..), სექტორი – .. (..), კვარტალი – .., ნაკვეთი – ..;
37. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – .. (..), კვარტალი _ .., ნაკვეთი – ..;
38. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – ... (..), კვარტალი _ .., ნაკვეთი – ..;
39. მიწის ნაკვეთი, მდებარე ..., ... ქ. ¹..., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა _ ... (..), სექტორი – ... (..), კვარტალი _ .. , ნაკვეთი – ...;
40. მიწის ნაკვეთი, მდებარე .., სოფელი ..., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ზონა – ... (..), სექტორი – ... (..), კვარტალი _ .., ნაკვეთი – ....
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს, მსჯავრდებულ ს. გ-ს, მსჯავრდებულ ო. ა-სა და მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულების _ ო. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ს. გ-ს მიმართ _ სსკ-ის 339-ე მუხლის მესამე ნაწილით, ხოლო ზ. ჩ-სა და ზ. გ-ს მიმართ _ სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ს, მსჯავრდებულ ს. გ-ს, მსჯავრდებულ ო. ა-სა და მსჯავრდებულ ზ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 30 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.