განაჩენი გაუქმდა და საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის 12.04.2006
საქმის ნომერი
2კ-134კოლ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 134-კოლ 12 აპრილი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზ. მეიშვილი,ი. ტყეშელაშვილი

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ა. დ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენით ა. დ-ძე და ა. გ-ლი მსჯავრდებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლებსაც ბრალად დაედოთ ისეთი დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრათ თითოეულს თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის ვადით, თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით იმავე ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 473-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ერთი მესამედით და მათ სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით იმავე ვადით. მათ დანიშნული სასჯელის ვადაში ჩაეთვალათ წინასწარ პატიმრობაში გატარებული დრო 2004წ. 23 სექტემბრიდან, რის გამოც ჩაითვალნენ სასჯელმოხდილად და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით ალ. დ-სა და არ გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც სასამრათლომ დადასტურებულად მიიჩნია, გამოიხატა შემდეგში:

ა. დ-ძე დანიშნული იყო თავდაცვის სამინისტროს ¹-- სამხედრო ნაწილის --- და იყო მოხელე. თავდაცვის მინისტრის 1999წ. -- ივნისის ¹-- ბრძანებისა და --- სარდლის 1999წ. -- ივნისის ¹-- დირექტივის საფუძველზე ---ის სამხედრო პოლიგონზე «---» 1999წ. -- -- აგვისტოს ჩატარდა ---ის საბანაკო შეკრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ¹-- სამხედრო ნაწილმა.

აღნიშნულ შეკრებაზე განხორციელებული პრაქტიკული სროლების დროს გაიხარჯა სხვადასხვა დასახელების საბრძოლო მასალა. ¹-- სამხედრო ნაწილის ---მა ა. დ-ემ ბოროტად გაომიყენა რა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, თავისთვისა და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით გადაწყვიტა სამხედრო ნაწილის ბალანსზე რიცხული 10 ერთეული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «---» «---»-ის როგორც პრაქტიკულ სროლებზე გახარჯულად ჩვენება. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი შეუთანხმდა ¹-- სამხედრო ნაწილის -- სამსახურის --ს ა. გ-ლს და პრაქტიკული სროლების დროს გახარჯული საბრძოლო მასალის აქტში შეიტანა ზემო აღნიშნული 10 ერთეული «---», შედგენილ აქტზე მისივე ბრძანებით ხელი მოაწერა სპეციალური კომისიის ყველა წევრმა. აღნიშნული აქტი თავისი ხელმოწერებით დადასტურეს ა. დ-ემ და ა. გ-მა. ასეთი ქმედებით ა. დ-ემ და ა. გ-მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე ა. დ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

საკასაციო საჩივრით იგი ითხოვდა აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მხოლოდ განსასჯელის მიერ ბრალის აღიარება, თუ ის არ დასტრუდება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. კასატორის განმარტებით, იგი არ იყო უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება რაკეტების ჩამოწერის თაობაზე. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდა თავდაცვის სამინისტროს --- სამსახური, ---ის წერილის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, მონაცემებში გაიპარა შეცდომა, რომელიც შემდგომ დაზუსტდა შესაბამისი აქტით.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ა. დ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ერთადერთი, რაც მან არ შეასრულა და რაშიც თავს ცნობს ბრალეულად, არის ის, რომ პირადად არ შეუმოწმებია ისე დაამტკიცა კომისიის მიერ ხელმოწერილ აქტში შეტანილი მონაცემების სისწორე, ხოლო მისი მხრივ რაიმე განზრახ ქმედებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის და ზიანის გამოსაწვევად ადგილი არ ჰქონია. კასატორმა ა. დ-ემ დააზუსტა მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, იგი ითხოვს მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.

საკასაციო პალატის სხდომაზე გამოცხადდა მსჯავრდებული ა. გ-ლი, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მან მხარი დაუჭირა ა. დ-ის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს, რადგან იგი უშუალოდ ეხება მის ინტერესებს, აღნიშნა, რომ ბრალი არ მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, თავის მოვალეობებს, როგორც სამხედრო თანამდებობის პირი, ასრულებდა კეთილსინდისიერად, ემსახურებოდა სამშობლოს და არ ჰქონია განზრახვა რაიმე დანაშაულის ჩადენისა. ა. გ-ლი ითხოვს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.

პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ. მან განმარტა, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას ა. დ-ემ და ა. გ-მა აღიარეს მათ მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით. პროკურორმა რ. ს-მა იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე იმის თაობაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების ა. დ-სა და ა. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ა. დ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ერთადერთი, რაც მან არ შეასრულა და რაშიც თავს ცნობს ბრალეულად, არის ის, რომ პირადად არ შეუმოწმებია ისე დაამტკიცა კომიის მიერ ხელმოწერილ აქტში შეტანილი მონაცემების სისწორე, ხოლო მისი მხრივ რაიმე განზრახ ქმედებას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის და ზიანის გამოსაწვევად ადგილი არ ჰქონია. კასატორმა ა. დ-ემ დააზუსტა მისი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, იგი ითხოვს მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.

საკასაციო პალატის სხდომაზე გამოცხადდა მსჯავრდებული ა. გ-ლი, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. მან მხარი დაუჭირა ა. დ-ის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს, რადგან იგი უშუალოდ ეხება მის ინტერესებს, აღნიშნა, რომ ბრალი არ მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, თავის მოვალეობებს, როგორც სამხედრო თანამდებობის პირი, ასრულებდა კეთილსინდისიერად, ემსახურებოდა სამშობლოს და არ ჰქონია განზრახვა რაიმე დანაშაულის ჩადენისა. ა. გ-ლი ითხოვს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას გამამართლებელი საფუძვლით.

პროცესში მონაწილე პროკურორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ. მან განმარტა, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას ა. დ-ემ და ა. გ-მა აღიარეს მათ მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით. პროკურორმა რ. ს-მა იშუამდგომლა საკასაციო პალატის წინაშე იმის თაობაზე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების ა. დ-სა და ა. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი ეთქვას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ‚ შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ა. დ-სა და ა. გ-ის მიმართ‚ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებსბ მიიჩნია‚ რომ აღნიშნული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

იმისათვის‚ რომ პირს მსჯავრი დაედოს დანაშაულის ჩადენაში‚ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებული უნდა იყოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით. მართალია‚ მსჯავრდებულ ა. გ-ლს საკასაციო საჩივარი არ შეუტანია‚ მაგრამ საკასაციო პალატამ განაჩენი სარევიზიო წესით მის მიმართაც შეამოწმა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით‚ ა. დ-სა და ა. გ-ლს ბრალი ედებათ იმაში‚ რომ მათ‚ როგორც მოხელეებმა‚ ჩაიდინეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მისაღებად‚ რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია‚ რომ ა. დ-სა და ა გ-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ამოღების ოქმით‚ საბრძოლო მასალის ჩამოწერის აქტით‚ მოწმეთა დაკითხვითა და დაპირისპირების ოქმებით.

არასწორად შედგენილი საბრძოლო მასალის ჩამოწერის აქტი‚ რომელშიც ჩამოსაწერ საბრძოლო მასალათა შორის უსაფუძვლოდ იქნა შეტანილი ათი ერთეული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «---» «---»‚ როგორც პოლიგონზე ჩატარებული საწვრთნელი სროლების დროს გახარჯული და რომლის შედგენაც ბრალად ედებათ ა. დ-სა და ა. გ-ლს‚ სინამდვილეში‚ საქმის მასალების მიხედვით‚ მათ არ შეუდგენიათ. იგი შეადგინა ---ის სამსახურმა და წარუდგინა ¹-- სამხედრო ნაწილის სპეციალურ კომისიას‚ რომელიც ა. დ-ემ შექმნა დადგენილი წესის შესაბამისად. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი იყო ა. გ-ლი. კომისიის შემადგენლობამ დაადასტურა ზემოაღნიშნული ჩამოწერის აქტი‚ რომელიც‚ საბოლოოდ‚ დაამტკიცა ა. დ-ემ‚ როგორც სამხედრო ნაწილის მეთაურმა. არც წინასწარი გამოძიებითა და არც სასამართლოს განაჩენით არის დადგენილი‚ რომ საბრძოლო მასალის ჩამოწერის აქტი შეადგინა ა. დ-ემ ან ა. გ-მა‚ ანდა‚ რომ ამ აქტში «---» «---» --- კომპლექსის -- ერთეული მათი ბრძანებით ან დავალებით იქნა არასწორად შეტანილი. ასევე‚ არ არის დადგენილი‚ მსჯავრდებულთა მხრივ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზანი‚ ანდა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა‚ რომლებიც საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის არსებით და განმსაზღვრელ ნიშნებს წარმოადგენენ. ამასთან‚ მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე‚ რომ ჩამოწერის აქტში შეტანის შემდეგაც ზემოაღნიშნული ათი ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი წლების განმავლობაში ხელხლებლად ინახებოდა სამხედრო ნაწილის საწყობში. უფრო მეტიც‚ წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის 2004წ. 9 ნოემბრის დასკვნით დადგინდა‚ რომ ხსენებული ათი ერთეული «---» «---» კომპლექსი‚ სამხედრო დანიშნულების მოთხოვნის მიხედვით‚ უვარგისია და არ გააჩნია ღირებულება. სისხლის სამართლის საქმის მასალებით ისიც დგინდება‚ რომ ეს კომპლექსები დამზადებულია -- -- წლებში‚ მათი ვარგისიანობის ვადა განისაზღვრებოდა შვიდი წლით‚ ხოლო --- სამხედრო ნაწილებიდან ქართული ჯარის ნაწილებს ისინი გადაეცა -- -- წლებში.

ასე რომ‚ ასეთი იარაღის‚ თუნდაც დადგენილი წესის დარღვევით‚ ჩამოწერი აქტში შეტანით სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის მიყენება ობიექტურად შეუძლებელი იყო. საყურადღებოა ის ფაქტიც‚ რომ საბრალდებო დასკვნაში მითითებული არც მოწმეთა ჩვენებებით და არც მოწმეებთან ა. დ-ის დაპირისპირების ოქმებით დგინდება რაიმე დანაშაულის ნიშნები მსჯარვდებულთა ქმედებაში. ერთადერთი‚ რაც შეიძლება ითქვას ა. დ-სა და ა. გ-ის ბრალეულობაზე‚ არის ის‚ რომ სამსახურებრივად მათ გამოიჩინეს გულგრილობა‚ როდესაც თავიანთი ხელმოწერით ისე დაადასტურეს იარაღის ჩამოწერის ის აქტი‚ რომელშიც‚ გამოძიებით დაუდგენელი მიზეზების გამო‚ არასწორად მოხვდა «---» «---» საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის -- ერთეული‚ რომ არ შეამოწმეს მისი სისწორე‚ მაგრამ‚ როგორც დგინდება‚ ამ ქმედებას რაიმე ზიანი არ გამოუწვევია‚ რის გამოც მსჯავრდებულებს დანაშაულად ვერ შეერაცხებათ‚ ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. იმ შემთხვევაშიც კი‚ თუკი ასეთი ქმედების შემადგენლობა სრულად იქნებოდა წარმოდგენილი‚ ა. დ-სა და ა. გ-ლს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც ვერ დაეკისრებოდათ‚ რადგან იმ დროისათვის‚ როდესაც ისინი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნენ მიცემული‚ აღნიშნული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო.

სასამართლომ ა. დ-სა და ა. გ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას სათანადო ყურადღებისა და ჯეროვანი სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა ზემოთ აღნიშნული არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები‚ რომლებიც მკაფიოდ იყო გამოკვეთილი საქმის მასალებში‚ რითაც მსჯავრდებულთა მიმართ დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 და მე-18 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები‚ ამასთან‚ დაშვებულ იქნა სსსკ-ის 562-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა‚ კერძოდ‚ განსასჯელთა მიმართ გამოყენებულ იქნა მატერიალური სისხლის სამართლის ისეთი კანონი‚ რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო‚ რამაც არსებითი ზეგავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე‚ მსჯავრდებულების – ა. დ-სა და ა. გ-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე‚ საბოლოოდ საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე‚ რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამერთლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენი‚ როგორც უსაფუძვლო‚ უნდა გაუქმდეს‚ ხოლო მსჯავრდებულების – ა. დ-სა და ა. გ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე‚ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო‚ თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 562-ე, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. დ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 9 ივნისის განაჩენი ა. დ-სა და ა. მ-ის მსჯავრდების თაობაზე გაუქმდეს, ხოლო მათ მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.