განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში

სისხლის სამართლის 13.06.2006
საქმის ნომერი
2კ-16კოლ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 16-კოლ 13 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულების _ თ., ზ. და მ. ბ-ების, კ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით:

ზ. ბ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

მ. ბ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

კ. ი-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

თ. ბ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საბრალდებო დასკვნით ზ., მ., თ. ბ-ებისა და კ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ზ., მ., თ. ბ-ები და კ. ი-ლი წინასწარ შეუთანხმდნენ ერთმანეთსა და ქობულეთის რაიონში მცხოვრებ ე., მ., ა., ნ. ბ-ებსა და გამოძიებით დაუდგენელ პირებს ქ. ბათუმში მცხოვრები ც. კ-სათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მისი კუთვნილი ქონების პირთა ჯგუფთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ძარცვისა და გამოძალვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინეს დაუდგენელი სახისა და ნომრის ცეცხლსასროლი იარაღი _ პისტოლეტი, რომელსაც უკანონოდ ატარებდნენ. 2002 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 20 საათზე, თავის ბინაში, ---ის ქუჩაზე მიმავალი ც. კ-ლი დააკავეს, გაუკეთეს მას ხელბორკილი, იძულებით ჩასვეს ჟიგულის მარკის ა/მანქანაში, აუხვიეს თვალები, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და წაართვეს მას ხელჩანთა, რომელშიც ჰქონდა მობილური ტელეფონი «ბრელოკი-მოტოროლა», ღირებული 300 აშშ დოლარად, 30 ლარიანი მონობარათი, ბინისა და ა/მანქანის გასაღებები, მანქანის პასპორტი და ფული _ 150 ლარი და 20 აშშ დოლარი, რის შემდეგ იძულებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ც. კ-ლი წაიყვანეს ქობულეთის რაიონის სოფ. --- ტყეში, სადაც მათ დახვდათ ჯ. ვ-ძე გამოძიებით დაუდგენელ რამდენიმე შეიარაღებულ პირთან ერთად, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით აიძულეს ც. კ-ლი კუთვნილი ქონება _ ბინა, ა/მანქანა და სხვა გადაეფორმებინა ე. ბ-სათვის და როცა აღნიშნულზე ც. კ-მა უარი განაცხადა, იგი გადაიყვანეს სოფ. ---, რ. ჯ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც გააგრძელეს მის მიმართ ძალადობა, მუქარა და ც. კ-ლი აიძულეს, ხელი მოეწერა სანოტარო ხელშეკრულებაზე მისი კუთვნილი ბინის (მდებარე ქ. ბათუმში, --- ¹8, ბ.12) ე. ბ-ის სახელზე გადასაფორმებლად. აღნიშნულის შემდეგ მათ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ც. კ-ლი გადაიყვანეს სოფელ ---ში, ჯ. ბ-ის სახლში, სადაც გააგრძელეს ც. კ-ის მიმართ ძალადობა და მუქარა, მიაყენეს მას დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას, ჩაარტყეს თავში პისტოლეტი, რითაც მიაყენეს სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება და აიძულეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე ც. კ-ის კუთვნილი «ტოიოტას» მარკის ა/მანქანა ჯიპის ე. ბ-ის მძღოლ _ ლ. დ-ზე გადასაფორმებლად. აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი ც. კ-ლი გადაიყვანეს იმავე სოფელში მცხოვრები მ. ბ-ის სახლში, სადაც დაემუქრნენ პისტოლეტით და აიძულეს თავის მამიდაშვილთან დ. მ-სთან შენახული ოქროს ნივთები, ორი წაულის ქურქი და 3500 აშშ დოლარი გადაეცა ე. ბ-სათვის. 2002 წლის 6 ივლისს, ღამით, ც. კ-მა ისარგებლა რა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ყურადღების მოდუნებით, გაიქცა იქვე ახლოს მდებარე თავის სახლში და სხვენს შეაფარა თავი, ხოლო ორი დღის შემდეგ ფარულად გაემგზავრა ქ. თბილისში.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

თ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე მძიმე დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 120-ე და 236-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელები, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა შემდეგი სახით: სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელები _ თითოეულ დანაშაულზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, თ. ბ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

კ. ი-ლს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

კ. ი-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე მძიმე დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 120-ე და 236-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელები, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა შემდეგი სახით: სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელები _ თითოეულ დანაშაულზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, კ. ი-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

ზ. ბ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება.

ზ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე მძიმე დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 120-ე და 236-ე მუხლებით განსაზღვრული სასჯელები, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა შემდეგი სახით: სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელები _ თითოეულ დანაშაულზე 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ზ. ბ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;

მ. ბ-ეს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება.

მ. ბ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ზ», «თ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მ. ბ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულებს: თ., ზ., მ. ბ-ებსა და კ. ი-ლს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ ც. კ-სათვის მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: მორალური ზიანი _ 100 000 აშშ დოლარი; ფიზიკური ზიანი _ 2000 აშშ დოლარი; ქონებრივი ზიანი _ 3-ოთახიანი ბინა (მდებარე ქ. ბათუმში, --- ¹8), ღირებული 70 000 აშშ დოლარად, ა/მანქანა «ტოიოტა» ღირებული 10 000 აშშ დოლარად; საოჯახო ავეჯი, ჭაღები, ჭურჭლეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი _ ღირებული 101 600 აშშ დოლარად; ოქროს სამკაულები, ღირებული 40 000 აშშ დოლარად. საერთო ღირებულებით მას მთლიანად უნდა აუნაზღაურდეს 323 600 აშშ დოლარი ან დაუბრუნდეს დასახელებული ნივთები ნატურით.

მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. გ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორი კვალიფიკაცია მისცა მსჯავრდებულთა ქმედებებს, იგი ემყარება კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს და სასჯელის ზომა არ შეეფარდება მათი ქმედებების ხასიათსა და პიროვნებას, არსებითად არ შეფასებულა საქმეში არსებული მასალები, არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო სარჩელის გადაწყვეტისას სამართლის ნორმები.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ კ. გ-მა და ი. ა-ამ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულები _ თ., ზ. და მ. ბ-ები, კ. ი-ლი დაეთანხმნენ ადვოკატების მოთხოვნებს და იშუამდგომლეს განაჩენის გაუქმება და საქმის შეწყვეტა.

პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ც. კ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ხ-ამ ითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ნ. ნ-ემ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია საკასაციო საჩივრისა და მსჯავრდებულთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს საქმეში არ არსებობს არანაირი უტყუარი მტკიცებულება, რომ, თ., ზ., მ. ბ-ებმა და კ. ი-მა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაული და ამის გამო განაჩენი უნდა გაუქმდეს და მათ მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე.

მსჯავრდებულებმა სასამართლო კოლეგიის სხდომაზე წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნეს; საბოლოო სიტყვაში განმარტეს, რომ არიან უდანაშაულონი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულიად საფუძვლიანად არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მტკიცება, რადგანაც ისინი არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან.

მსჯავრდებულების _ თ., ზ., მ. ბ-ებისა და კ. ი-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული დაზარალებულ ც. კ-ის ჩვენებებით, მოწმეების: თ. ვ-ის, ვ. კ-ის, გ. კ-ის, გ. კ-ის, რ. ჯ-სა და სხვათა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო შემოწმების აქტით, ჩვენების ადგილზე შემოწმების ოქმით.

მსჯავრდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე დაპირისპირების ოქმებით, სადაც ც. კ-ლი დამაჯერებლად დაუპირისპირდა ყველა იმ პირს, ვინც მისცა მისი საწინააღმდეგო ჩვენება; დაზარალებულმა ც. კ-მა ამოიცნო რ. ჯ-ის მიერ წარდგენილი და საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული უთო, რომლითაც მას მიაყენეს დაზიანებები.

პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ისეთ სამართლებრივ ან საპროცესო დარღვევაზე, რაც გავლენას იქონიებდა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და სწორად დაუდო ისინი საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო კოლეგიამ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დამნაშავის წარსული ცხოვრება _ მსჯავრდებული თ. ბ-ძე ადრე ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. კერძოდ:

მსჯავრდებულები _ კ. ი-ლი, ზ. და მ. ბ-ები პირველად არიან სამართალში, ხასათდებიან დადებითად, მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელები, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში სამოქალაქო სარჩელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ, სახელდობრ: მსჯავრდებულებს _ თ., ზ., მ. ბ-ებსა და კ. ი-ლს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაზარალებულ ც. კ-ზე მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: მორალური ზიანი _ 30 000 აშშ დოლარი; ფიზიკური ზიანი _ 2000 აშშ დოლარი; ქონებრივი ზიანი _ 3-ოთახიანი ბინა მდებარე ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹8, ღირებული 70 000 აშშ დოლარად, ა/მანქანა ტოიოტა, ღირებული 10 000 აშშ დოლარად; საოჯახო ავეჯი, ჭაღები, ჭურჭლეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი _ ღირებული 101 600 აშშ დოლარად; ოქროს სამკაულები, ღირებული 40 000 აშშ დოლარად. საერთო ღირებულებით მას მთლიანად უნდა აუნაზღაურდეს 253 600 აშშ დოლარი. ამასთან, შესაძლებელია ქონებრივი ზიანი ანაზღაურდეს დასახელებული ნივთების ნატურის სახით დაბრუნებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ თ., ზ. და მ. ბ-ების, კ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში შეიცვალოს:

მსჯავრდებულებს _ თ., ზ., მ. ბ-ებსა და კ. ი-ლს სოლიდარულად დაეკისროთ დაზარალებულ ც. კ-ზე მიყენებული მორალური, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: მორალური ზიანი _ 30 000 აშშ დოლარი; ფიზიკური ზიანი _ 2000 აშშ დოლარი; ქონებრივი ზიანი _ 3-ოთახიანი ბინა ¹8 მდებარე ქ. ბათუმში, --- ღირებული 70 000 აშშ დოლარად, ა/მანქანა ტოიოტა, ღირებული 10 000 აშშ დოლარად; საოჯახო ავეჯი, ჭაღები, ჭურჭლეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი _ ღირებული 101 600 აშშ დოლარად; ოქროს სამკაულები, ღირებული 40 000 აშშ დოლარად. საერთო ღირებულებით მას მთლიანად აუნაზღაურდეს 253 600 აშშ დოლარი. ამასთან, შესაძლებელია ქონებრივი ზიანი ანაზღაურდეს დასახელებული ნივთების ნატურის სახით დაბრუნებით.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.