საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 250-დად 9 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა ბრალდებულ ა. Nნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჯ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 24 მაისის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 17 მაისს ბრალდებულ ა. Nნ-ს ადვოკატმა ლ. ჯ-ემ საჩივრით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართლის ¹.... საქმეზე მოწმეების: მ. ბ-ის, ხ. ხ-სა და მ. მ-ის დამატებით დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გაუქმება, რასაც ასაბუთებდა იმით, რომ ზემოაღნიშნულ საქმეზე მოწმეების დამატებით დაკითხვაზე უარის თქმით პროკურატურამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსსკ-ის 94-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, 232-ე მუხლის პირველი ნაწილი, 407-ე მუხლის მეოთხე ნაწილი. ადვოკატმა, სსსკ-ის 84-ე მუხლის მესამე ნაწილის “ნ” პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლისა და პროკურორის დადგენილების გაუქმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 24 მაისის დადგენილებით ადვოკატ ლ. ჯ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ბრალდებულ ა. Nნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჯ. საჩივრით ითხოვს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ლ. ჯ-ემ ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება.
პროკურორმა ზ. Bბ-ემ მოითხოვა დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და თვლის, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჯ. ასაჩივრებს სისხლის სამართლის ¹... საქმეზე მოწმეების _ მ. ი-ის, ხ. ხ-სა და მ. Mმ-ის დამატებით დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებას, რაც, მოქმედი საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომლებიც, მომჩივნის აზრით, უკანონო ან დაუსაბუთებელია, კერძოდ: ა) სისხლისსამართლებრივი დევნის ან წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება; ბ) ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ ან პროკურორის დადგენილება.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სრულიად საფუძვლიანად უთხრა უარი ადვოკატ ლ. ჯ-ეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 242-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 24 მაისის დადგენილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.