1. მტიცებულებათა გამოკვლევა იწყება მხარეების მიერ შესავალი სიტყვების წარდგენის შემდეგ.
2. პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.
3. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-294აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-2 წინადადების თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე.
- საქმე №2კ-747აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2025
შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, კი – საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებაზე და მტკიცებულებაზე აზრის გამოთქმის, გაქარწყლებისა და პასუხის მიღების უფლება მხარეებისთვის თანაბრად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. 5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობს დაცვის მხარე, ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაში – ბრალდების მხარე.
- საქმე №2კ-954აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2024
დაზარალებულის სასამართლოში წარმოდგენის განზრახ გაჭიანურებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ეჭვებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით…
- საქმე №2კ-548აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 15.1. საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ - დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.
- საქმე №2კ-810აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.02.2022
ა–ი( საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე), სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ მოწმეთა დაკითხვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების…
- საქმე №2კ-726აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2020
- საქმე №2კ-677აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2017
- საქმე №180100119002821722 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.01.2020
- საქმე №330100115002330495 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.07.2018
- საქმე №330100117002061297 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება