განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.07.2003
საქმის ნომერი
2კ-130აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 130-აპ 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების თ. ხ-სა და გ. ი-ს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აგვისტოს განაჩენი გ. ი-სა და თ. ხ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით გ. ი. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებით, 287-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით. ერთობლივად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა გ. ი-ს დაეწყო 2002წ. 17 იანვრიდან.

თ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ერთობლივად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სასჯელის მოხდა თ. ხ-ს დაეწყო 2002წ. 7 იანვრიდან.

განაჩენის მიხედვით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:

გ. ი-მა და თ. ხ-მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლებისათვის საშიში და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, მათვე ჩაიდინეს ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, მათვე ჩაიდინეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, ასევე სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ:

2001წ. 29 დეკემბერს, გ. ი-მა, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის თანასოფლელ, ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში მცხოვრებ თ. ხ-ს და ძიებით დაუდგენელ პირს. მათ გადაწყვიტეს სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. იმავე დღეს, მათ გააჩერეს ქ. თბლისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კ. კ. და სთხოვეს მას, წაეყვანა ისინი გარდაბნის რაიონის სამგორის მევენახეობის დასახლებაში, რაშიც გადაუხდიდნენ 12 ლარს. კ. კ. დასთანხმდა. როდესაც ისინი გასცდნენ სამგორის მევენახეობის დასახლებას, გააჩერებინეს ა/მანქანა და გ. ი-მა მძღოლს ძლიერად დაარტყა ხელი, რა დროსაც უკან მჯდომმა თ. ხატიაშვილმა მოუჭირა ყელის არეში თოკი და აიძულა, ხმა არ ამოეღო. აღნიშნული თავდასხმით მათ შეძლეს კ. კ-ს კუთვნილი ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებით გამოყენების მიზნით. მძღოლი გადაიყვანეს ა/მანქანის უკანა სალონში, საჭეს მიუჯდა გ. ი. და დააბრუნეს თბილისში, ა/მანქანა დაუბრუნეს მფლობელს, ხოლო 300 ლარად ღირებული ტყავის ქურთუკი, 4 ლარად ღირებული მზის სათვალე და 50 ლარად ღირებული ა/მანქანა მაგნიტოფონი გაიტაცეს მართლაწინააღმდეგო მიზნით.

2001წ. 30 დეკემბერს გ. ი-მა, თ. ხ-მა და ძიებით დუდგენელმა პირმა დაახლოებით 22 საათზე, სთხოვეს ვ. გ-ს თავისი კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ა/მანქანით, წაეყვანა ისინი გარდაბნის რაიონის სამგორის მევენახეობის დასახლებაში, რაშიც გადაუხდიდნენ 6 ლარს, რაზედაც იგი დასთანხმდა. როდესაც გასცდნენ სამგორის მევენახეობის დასახლებას და მივიდნენ სოფლის სასაფლაოსთან, მათ გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც ყელის არეში მოუჭირეს რაღაც საგანი. ძალადობის შედეგად, რას საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მის ა/მანქანას დაეუფლნენ მართლსაწინააღმდეგოდ, დროებით გამოყენების მიზნით, საჭესთან დაჯდა გ. ი. და წავიდნენ დასახლების მიმართულებით, სადაც ა/მანქანა დაუტოვეს მის მფლობელს, ხოლო მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცეს ვ. გ-ს კუთვნილი სამხედრო ბილეთი, დაბადების მოწმობა, პენსიონერი პოლიციელის პირადობის მოწმობა, ხელის საათი _ ღირებული 15 ლარად, ა/მანქანის მაგნიტოფონი _ ღირებული 150 ლარად, სათადარიგო საბურავი _ ღირებული 45 ლარად, ტყავის ქურთუკი _ ღირებული 130 ლარად, მზის სათვალე _ ღირებული 5 ლარად. ძალადობის დროს განზრახ დააზიანეს ა/მანქანის 70 ლარად ღირებული წინა საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

2002წ. 3 იანვარს გ. ი. კვლავ დაუკავშირდა თ. ხ-ს და დაახლოებით 17 საათზე, ქ. თბილისში მივიდნენ მოქალაქე ზ. რ-სთან, რომელსაც სთხოვეს თავისი კუთვნილი “ვაზ-2107” მარკის ა/მანქანის წაეყვანა ისინი გარდაბნის რაიონის სოფ. სამგორის დაახლებაში, რაშიც გადაუხდიდნენ 8 ლარს, რაზედაც ზ. რ. დასთანხმდა. როდესაც ისინი გასცდნენ სამგორის მევენახეობის დასახლებას, მათ გააჩერებინეს ა/მანქანა, ყელის არეში მოუჭირეს თოკი, იძულებით გადასვეს მარჯვენა სავარძელში. აღნიშნული ძალადობის შედეგად, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგოდ, დროებით გამოყენების მიზნით დაეუფლნენ ზ. რ-ს კუთვნილ ა/მანქანას, რის შემდეგაც საჭეს მიუჯდა თ. ხ.ი და დაბრუნდნენ ქ. თბილისის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახნენ გზისპირა ხეს და დააზიანეს იგი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ხოლო ა. რ-ს კუთვნილი 20 ლარი, მზის სათვალე, ღირებული _ 4 ლარად, დარჩათ ა/მანქანაში. 40 ლარად ღირებული ტყავის ქურთუკი კი გაიტაცეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

2001წ. 12 იანვარს გ. ი. კვლავ დაუკავშირდა თ. ხ-ს, ძიებით დაუდგენელ პირს და გადაწყვიტეს ყაჩაღური თავდასხმის გზით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამ მიზნით ისინი იმავე დღეს, დაახლოებით 19-20 საათზე, ქ. თბილისში, მივიდნენ გ. პ-თან და სთხოვეს, თავისი კუთვნილი “ვაზ-2107” მარკის ა/მანქანით წაეყვანა ისინი გარდაბნის რაიონის სამგორის მევენახეობის დასახლებაში, რაშიც გადაუხდიდნენ 10 ლარს, რაზედაც პ. დასთანხმდა. როდესაც ისინი გასცდნენ სამგორის მევენახეობის დასხლებას, მძღოლის გვერდით მჯდომმა გ. ი-ა ხელის მუხრუჭით გააჩერებინა ა/მანქანა, ხოლო მის უკან მჯდომმა თ. ხ-მა პ-ს ყელის არეში მოუჭირა ნაჭერი. აღნიშნული ძალდობით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მძღოლი გადაიყვანეს უკანა სავარძელზე. გ. ი. მიუჯდა საჭეს და მართლსაწინააღმდეგოდ, დროებით გამოყენების მიზნით, დაეუფლნენ გ. პ-ს კუთვნილ ა/მანქანას, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ქ. თბილისში, სადაც “300 არაგველის” მეტროსთან, ძალადობით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გაიტაცეს გ. პ-ის კუთვნილი 70 ლარი, მობილური ტელეფონი _ ღირებული 200 ლარად და ა/მანქანის მაგნიტოფონი _ ღირებული 300 ლარად, ხოლო ა/მანქანა დაუტოვეს მის მფლობელს და მიიმალნენ.

2001წ. 16 იანვარს, გ. იმერლიშვილი კვლავ დაუკავშირდა თ. ხ-ს და გადაწყვიტეს ყაჩაღური თავდსხმის გზით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ამ მიზნით ისინი იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ. თბილისში, მივიდნენ ისინის რაიონში მცხოვრებ ზ. ც-სთან და სთხოვეს, თავისი კუთვნილი “ვაზ-2106” მარკის ა/მანქანით წაეყვანა ისინი გარდაბნის რაიონის სამგორის მეფრინველეობის დასხლებაში, რაზედაც ზ. ც. დასთანხმდა, როდესაც ისინი მიუახლოვდნენ აღნიშნულ დასხლებას, თ. ხ-მა ც-ს ყელის არეში მოუჭირა ცხვირახოცი და ძალადობით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აიძულა იგი, გაეჩერებინა ა/მანქანა, ხოლო გ. ი-მა დანის გამოყენების მუქარით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ზ. ც-ს მოსთხოვა ფული, ა/მანქანის საბუთები და შეეცადნენ მისი კუთვნილი ა/მანქანის გატაცებას, მისი მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით. აღნიშნულის გამო ზ. ც. იძულებული გახდა მათთვის მიეცა 8 ლარი, რა დროსაც თავდამსხმელები დაკავებულ იქნენ შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მიერ. პირადი ჩხრეკის დროს მჯავრდებულ თ. ხ-ს აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” 19,3 გრამის ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ი. ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას. მიუთითებს, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ძარცვის მუხლით და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი.

მსჯავრდებული თ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ყაჩაღობს მუხლი გადაკვალიფიცირებულ იქნეს ზარცვის მუხლით და ამის მიხედვით განესაზღვროს სასჯელი.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებული გ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა, რომ გ. ი-ს ქმედება ყაჩაღობის მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ძარცვის მუხლზე და შეეფარდოს სასჯელის მინიმუმი, ასევე გადაწყვეტილ იქნეს ნივთმტკიცების ბედი.

ადვოკატ მ. ს-ს მოთხოვნას დაეთანხმა მსჯავრდებული გ. ი.. მან აღნიშნა, რომ ყაჩაღობა არ ჩაუდენია. მას არც ცეცხლსასროლი იარაღი და არც დანა გამოუყენებია. იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

მსჯავრდებული თ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჯ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ მხარი დაუჭირა თ. ხ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.

ადვოკატ ი. ჯ-ს შუამდგომლობას დაეთანხმა მსჯავრდებული თ. ხ. და იშუამდგომლა წარმოდგნილი საკასაციო საჩივრის შესახებ.

პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას. მან წარმოადგინა ბრალის ახალი ფორმულირება და იშუამდგომლა, რომ გ. ი-ს მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნეს სსკ-ს 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 184-ე მუხლის მორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით; თ. ხ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულ იქნეს სსკ-ს 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველის ნაწლით, 363-ე მუხლის მეორე ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურორმა იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ გ. ი-ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო თ. ხ-ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში კი განაჩენი დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გაანალიზა პროკურორის მიერ წარმოდგენილი ბრალის ახალი ფორმულირება და თვლის, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილ ბრალის ახალი ფორმულირების ფარგლებში უნდა იქნეს მსჯელობა მსჯავრდებულების გ. ი-სა და თ. ხ-ის მიერ ჩადენილ ქმედებათა შესახებ.

პალატა თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის მოთხოვნა, მსაჯვრდებულ გ. ი-ს ქმედება სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვაიფიცირდეს ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებზე, მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და აღიშნულით უნდა განსაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში მის მიმართ განაჩენი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

თ. ხ-ს ქმედება სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებიდან უნდა გადაკვაიფიცირდეს ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე და განსაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი თ. ხატიაშვილი სმიმართ უნდა დარჩეს უცვლელად

რაც შეეხება საქმეზე დართულ ნივთმტკიცებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ისინი უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განაჩენში გ. ი-სა და თ. ხ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება. მჯავრდებულ გ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “ე” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდქსის 178-ე მუხლის მორე ნაწილის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტზე და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ს 59-ე მუხლის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, გ. ი-ს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ თ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის “ა”, “ბ”, “დ” ქვეპუნქტბზე და განეზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, სსკ-ს 59-ე მუხლის გამოყენებით თ. ხ-ს განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.