განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას

სისხლის სამართლის 23.01.2001
საქმის ნომერი
2კ-68დად.-2001
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
23.01.2001

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 68 დად 23 იანვარი, 2001 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ტურავა

მოსამართლეები: თ. ყრუაშვილი, შ. ასათიანი

განიხილა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ადვოკატ მ. ჭ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 2 ივნისის დადგენილებაზე ვ. მ-შვილის მიმართ.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მოისმინა მოსამართლე შ. ასათიანის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საბრალდებო დასკვნის მიხედვით თბომავალ “ბეგი”-ს კაპიტანს ვ. მ-შვილს და ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის პორტის კაპიტანს პ. ა-იას ბრალი ედებათ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მათ დაარღვიეს საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლოატაციის წესები, რასაც შედეგად მოჰყვა 1998 წლის 14 თებერვალს, ძლიერი შტორმის დროს, ფოთის პორტის აკვატორიაში თბომავალ “სემის” და მისი ეკიპაჟის ოთხი წევრის დაღუპვა. ამასთან, თბომავლის მეპატრონე ფირმამ - “შალბეგ შიპინგ კომპანია”-მ განიცადა 100 ათასი ამერიკული დოლარის მატერიალური ზარალი.

იმავე შინაარსის ბრალდება წარედგინათ ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის საზღვაო ზედამხედველობის ინსპექციის ცვლის უფროსს მ. ქ-იას და იმავე ინსპექციის ცვლის კაპიტანს გ. ქ-ძეს იმ დამატებით, რომ მათ შეგნებულად, დახმარების აღმოუჩენლად მიატოვეს ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, მაშინ, როდესაც მათ ევალებოდათ ზრუნვა ამ პირებზე და შესაძლებლობა ჰქონდათ, დახმარება აღმოეჩინათ მათთვის.

აღნიშნულ ბრალდებათა შესაბამისად, გამოძიებამ ვ. მ-შვილისა და პ. ა-იას ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მ. ქ-იასი და გ. ქ-ძის კი – სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 129-ე მუხლით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მ. ქ-იასა და გ. ქ-ძეს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მათ ქმედებაში ამ დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო და ისინი ამ ნაწილში გამართლებულ იქნენ.

განაჩენით მ. ქ-იას, გ. ქ-ძესა და პ. ა-იას მსჯავრი დაედოთ საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევისათვის, რასაც მოჰყვა ადამიანთა უბედური შემთხვევები, მარცხი და სხვა მძიმე შედეგი ე.ი. ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით. მ. ქ-იასა და გ. ქ-ძეს მიესაჯათ 9-9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. პ. ა-იას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და სსკ-ის 46-ე მუხლის საფუძველზე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობით მსჯავრი.

რაც შეეხება ვ. მ-შვილს, სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო, მიიჩნია, რომ სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მის ქმედებაში არ არსებობს და იგი გაამართლა. სასამართლომ დაადგინა, რომ თბომავალ “ბეგი”-ს კაპიტანს არ დაურღვევია “საზღვაო ფლოტის ხომალდებზე სამსახურის წესდების” 51-ე მუხლის მოთხოვნები და უფლება ჰქონდა, გემზე დაეტოვებინა ეკიპაჟი 4 წევრის ოდენობით, ვინაიდან გემს გააჩნდა სერთიფიკატი ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა 9 წევრის ოდენობით. ამავე წესდების 118-ე მუხლის თანახმად, გემის კაპიტანს უფლება ჰქონდა, საგარეო რეიდზე მდგარი გემი დაეტოვებინა კაპიტნის უფროსის ან მეორე თანაშემწისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ვ. მ-შვილის მიმართ დადგენილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 2 სექტემბრის განაჩენი ვ. მ-შვილისა და პ. ა-იას მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა და საქმე მათ მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა პროკურატურას.

დამატებითი გამოძიების პროცესში პროკურატურა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. მ-შვილს საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ტრანსპორ-ტის ექსპლუატაციის წესები არ დაურღვევია, რის შემდეგაც მას წარედგინა ახა-ლი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წინასწარი გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. მ-შვილის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს, რის გამოც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

გამომძიებლის ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა დაზარალებულმა გ. ვ-ძემ.

2000 წლის 22 ივნისს მოსამართლე ა. გოგუაძემ განიხილა ზემოაღნიშნული საჩივარი და უარი უთხრა დაზარალებულს ვ. მ-შვილის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილების გაუქმებაზე, უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის ადვოკატ მ. ჭ-შვილის მიერ წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გამომძიებლის დადგენილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქუთაისის საოლქო სასამართლოდან 20 სექტემბერს მიიღო “სემი”-ს მფლობელის ზ. ბ-ძის მიერ აღძრული სარჩელი, რომლითაც იგი მოითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას. გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს სატრანს-პორტო პროკურატურაში. 2000 წლის 23 ოქტომბერს ბატონ ნ. შ-საგან მიიღო პასუხი იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ ვ-ძეს გამომძიებელ პ-ის დადგენილება გაუსაჩივრებია და სასამართლომ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყო-ფილებაზე.

საჩივარში ადვოკატი მ. ჭაბაშვილი უთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაცია საქმეზე ცნობილია სამოქალაქო მოპასუხედ და უფლება აქვს, იდავოს მხოლოდ სარჩელის ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ქ. ფოთის პორტის თანამშრომელთა დადანაშაულებით, გემის კაპიტნის ვ. მ-შვილის გამართლებით იქნება საფუძველი, რომ სამოქალაქო სარჩელის განხილვის დროს სასამართლო დაეყრდნობა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენს და დადგენილებას, სარჩელის დაკმაყოფილების და ზარალის ანაზღაურება დაეკისრა საზღვაო ადმინისტრაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 22 ივნისის დადგენილების კანონიერების შემოწმებას.

გამომძიებლისა და მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილებები მიაჩნია უკანონოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

თბომავალ “ბეგი”-ს გააჩნდა სერთიფიკატი ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ, რომლის თანახმად, გემის ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობა განისაზღვრებოდა 9 წევრისაგან, გამოძიება ვ. მ-შვილის ქმედებას ეკიპაჟის 4 წევრის დატოვებასთან დაკავშირებით ამართლებს “საზღვაო ფლოტის ხომალდებზე სამსახური წესდების” 118-ე მუხლზე დაყრდნობით, მაშინ, როდესაც აღნიშნულ წესდებას არავითარი რეკვიზიტი არ გააჩნია და არ არის მითითებული მისი მიმღები ორგანო, წესდება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ნორმატიულ აქტს და მისი გამოყენება საქართველოს სამართალწარმოებაში არ დაიშვება.

ადვოკატ მ. ჭ-შვილის მიერ წარმოდგენილ საჩივარში, ასევე, მითითებულია იმის შესახებ, რომ ვ. მ-შვილმა, საქართველოს საზღვაო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საწვავის გარეშე მიატოვა ეკიპაჟის 4 წევრი. ვ. მ-შვილს არ შეუვსია პორტში შემოსვლის დოკუმენტი, რადგან თბომავალი პორტში, ფაქტობრივად, არ შესულა.

ადვოკატმა მ. ჭ-შვილმა პალატის სხდომაზე მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ამასთან წარმოადგინა საქართველოს ტრანსპორ-ტის პროკურორის წერილობითი პასუხის ასლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საჩივარში დაყენებულ არგუმენტებს ეთანხმებიან, გამომძიებლისა და მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილებები ვ. მ-შვილის მიმართ მიაჩნიათ ნაადრევად და არაკანონიერად.

პალატა აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა, ვ. მ-შვი-ლი ვერ გამოცხადდა საკასაციო სხდომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა გამო. ამასთან, კერძო საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გამოგზავნილ იქნა შესაგებელი, სადაც ყურადღება გამახვილებულია შემდეგ არგუმენტებზე: კასატორი არ წარმოადგენს მხარეს და არც დაინტერესებულ პირს, ვისაც შეეძლო გაესაჩივრები-ნა სასამართლოს დადგენილება. სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვს, იდავოს მხოლოდ სარჩელის ნაწილში. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დააბრუნა, გამოძიებამ შეასრულა ყველა მითითება. ვ. მ-შვილის აზრით, საქმეში არსებული ყველა დო-კუმენტი მის უდანაშაულობაზე მიუთითებს, კასატორი საჩივრის მეორე გვერდზე აღნიშნავს, რომ გამოძიების მიერ გამოყენებულია რუსეთის ფედერაციის რიგი ნორმატიული აქტები. ეს კი ეწინააღმდეგება საჩივრის მე-5 გვერდზე გამოთქმულ აზრს იმის თაობაზე, რომ ღია ზღვაში გასვლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა თბომავლისათვის და უთითებს ყოფილ საბჭოთა კავშირის საკანონმდებლო აქტებსა და განკარგულებებზე.

გარდა აღნიშნულისა, ვ. მ-შვილის შესაგებელში მითითებულია, რომ კასატორი არასწორად განმარტავს ეკიპაჟის მინიმალურ შემადგენლობას. თბომავალს გააჩნდა სერთიფიკატი იმის თაობაზე, რომ უსაფრთხო ზღვაოსნობისათვის გემზე საჭირო იყო 9 წევრი, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საგარეო რეიდზე მდგომ გემზეც, მისი უსაფრთხო დგომისათვის, 9 წევრი უნდა დარჩენილიყო. საკმარისი იყო ეკიპაჟის წევრთა 1/3-ის დატოვება, თანახმად საზღვაო ფლოტის ხომალდზე სამსახურის წესდების 118-ე მუხლისა, კაპიტანს ასევე უფლება ჰქონდა, გემი საგარეო რეიდზე დაეტოვებინა კაპიტნის მეორე თანაშემწისათვის, რაც დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. გემის დაღუპვის დროისათვის საწვავის რაოდენობა შეადგენდა 14 ტონას. შესაგებელში მითითებულია სხვა საკითხებზეც. ამასთან, ვ. მ-შვილი აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს თავის საჩივარს და მოითხოვს მის უარყოფას.

ვ. მ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ს-ძე მთლიანად იზიარებს შესაგებელში მოყვანილ მოტივებს, მიიჩნევს, რომ კასატორის მოსაზრებანი უსაფუძვლოა და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას საჩივრის დაკმაყოფილე-ბაზე უარი უნდა ეთქვას.

პროკურორმა გ. ა-შვილმა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს. მან მიიჩნია, რომ საჩივარში წამოჭრილი არგუმენტები საფუძვლიანია, ორივე დადგენილება ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაო-ბაზე და, აგრეთვე, საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა. იგი შუამდგომლობს პალატის წინაშე, რათა ფოთის საქალაქო სასამართლოს და გამომძიებლის ზემოაღნიშნული დადგენილებები გაუქმდეს და საქმე გადაეცეს პროკურატურას.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 22 ივნისის დადგენილება და გამომძიებლის 2000 წლის 8 ივნისის დადგენილება ვ. მ-შვილის საქმეზე უნდა გაუქმდეს და სისხლის სამართლის საქმე წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მე-10 ტომის 166-168-ე ფურცლებზე მოთავსებულია ბელიზის სავაჭრო ფლოტის საერთაშორისო რეგისტრის სერთიფიკატი თბომავალ “ბეგი”-ს სამუშაო ეკიპაჟის მინიმალური ოდენობის შესახებ. როგორც ამ დოკუმენტიდან ირკვევა, “ბეგი”-ს საშტატო მინიმალური განრიგი განსაზღვრულია 9 წევრის შემადგენლობით. ეს სერთიფიკატი გაცემულია საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების სამმართველოს ¹A481 რეზოლუციის შესაბამისად, ეკიპაჟის წევრთა მინიმალურ უზრუნველსაყოფად.

ეს გარემოება დადგენილად მიიჩნია გამომძიებელმა და მოსამართლემ.

საკასაციო პალატის აზრით, გამომძიებელს დადგენილებაში სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, რომ შეეძლო თუ არა ვ. მ-შვილს თბომავალზე 4 წევრის დატოვება ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის არსებობის პირობებში.

მართალია, საქმეზე ჩატარებული დამატებითი საზღვაო სასამართლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით გემის ღია რეიდზე დგომისას, შე-საძლოა ეპიკაჟის არანაკლებ 2/3-ის დათხოვნა, მაგრამ პალატის აზრით, გამოძიების მიერ სრულყოფილად არ არის გამორკვეული და არც ექსპერტიზის წინაშე დას-მულია შეკითხვა, თუ რამდენად დასაშვები იყო ეკიპაჟის წევრთა დათხოვნა და რა რაოდენობით, მინიმალური შემადგენლობის არსებობის პირობებში. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნიდან არ ჩანს, იქნა თუ არა მხედველობაში მიღებული ზემოაღნიშნული გარემოება.

რაც შეეხება დადგენილების მითითებას იმის თაობაზე, რომ თბომავალი “ბეგი”-ზე ნავსადურ გელენდიჟიკიდან ფოთის მიმართულებით გასვლის დროს დაახლოებით 37 ტონა საწვავი იყო, ხოლო დაღუპვის დღეს – 14 ტონა, პალატის აზრით, ვერ გამოდგება იმის უტყუარ მტკიცებულებად, რომ აღნიშნულით უზრუნველყოფილი იყო თბომავლის უსაფრთხო დგომა. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, გარკვეულწილად, მიუთითებს ის გარემოება, რომ “ბეგი” დიდი ხნის განმავლობაში იდგა ფოთის ნავსადგურის გარე რეიდზე და, როგორც კასატორი უთითებს, საბაჟო დეკლარაციაში ნაჩვენებია 4 ტონა საწვავი, რასაც ადასტურებდა თვით ვ. მ-შვილიც გემის დაღუპვის დღეს, 14 თებერვალს.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ სრულლყოფილად უნდა იქნეს დასაბუთებული.

პალატის აზრით, ხსენებულ საპროცესო დოკუმენტში სათანადოდ არ არის დასაბუთებული ყველა ის არგუმენტი და მტკიცებულება, რომელთა საფუძველზე გამომძიებელს შეეძლო საქმე შეეწყვიტა.

ამასთან, აღსანიშნავია შემდეგიც: მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს, ფაქტობრივად, ამ პირთათვის საქმის შეწყვეტის შეტყობინება და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი არ განუმარტავს.

ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გამომძიებლის და, შესაბამისად, მოსამართლის დადგენილება დაუსაბუთებელია, რის გამოც ისინი უნდა გაუქმდეს და საქმეზე წინასწარი გამოძიება განახლდეს.

რაც შეეხება ვ. მ-შვილის შესაგებელში დაყენებულ საკითხებს და ადვოკატ დ. ს-ძის მითითებას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო მოპასუხეს და მათ წარმომადგენელს უფლება აქვთ, იდავონ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში, სწორია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი /სამოქალაქო მოპასუხედ კი საზღვაო ადმინისტრაცია ცნობილია ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ და ჩართულია საქ-მეში მხარედ/ ვალდებულია, გამოიყენოს კანონით ნებადართული ყველა საშუალება და ხერხი სამოქალაქო მოპასუხის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების და-საცავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატ მ. ჭ-შვილის კერძო საკასაციო საჩივრის განხილვა პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია.

რაც შეეხება ადვოკატ მ. ჭ-შვილის მიერ პალატის სხდომაზე წარმოდგე-ნილ შორი ნაოსონობის კაპიტნის, საერთაშორისო კლასიფიკაციის აუდიტის, ფლოტის მენეჯერთა საერთაშორისო კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლო-ბის გენერალურ მენეჯერის ლ. ზ-სკის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს, აღნიშნულის გაცნობის საშუალება მიეცემა გამომძიებელს, რომელმაც ღრმა ანა-ლიზის შედეგად, მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 242-ე, 243-ე, 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 22 ივნისის დადგენილება ვ. მ-შვილის მიმართ, ასევე გაუქმდეს ფოთის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლის 2000 წლის 8 ივნისის დადგენილება ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ და წინასწარი გამოძიების გასაახლებლად გადაეგზავნოს საქართველოს გენერალურ პროკუ-რატურას.

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.