საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.02.2000
საქმის ნომერი
2კ-4აპ.-2000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 4აპ 9 თებერვალი, 2000 წელი. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე

წევრები : რ. შველიძე, თ. ყრუაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ე. ჯ-შვილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 აგვისტოს განაჩენი.

ზემოხსენებული განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: ე. ჯ-შვილს, დაბადებულს 1965 წელს, ქართველს, ცოლშვილიანს, უმაღლესი განათლე-ბით, ნასამართლობის არმქონეს, თბილისის ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს ყოფილ ინსპექტორს, მცხ. ქ. თბილისში, ... ქუჩაზე - სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით - რვა წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს წევრის თ. ყრუაშვილის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით ე. ჯ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგი ქმედების ჩადენისათვის: 1998 წლის დეკემბერში მან თავისი ნაცნობის, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ, ეროვნებით სომეხი ვინმე სოსოსაგან უკანონოდ, გასაღების მიზნით, 2500 დოლარად შეიძინა 500 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება „ოპიუმი“. თავდაპირველად გადაიხადა 1700 დოლარი, ხოლო 800 დოლარი შემდეგში და-მატებით უნდა გადაეცა. ნარკოტიკულ ნივთიერებას ე. ჯ-შვილი ინახავდა გარდაბნის რაიონის სოფელ ტაბახმელაში, მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ღუმელში. 1998 წლის დეკემბერშივე ნაცნობ ვ. კ-შვილზე უკანონოდ გაასაღა 15 გრამი „ოპიუმი“, გრამი 30 ამერიკულ დოლარად, სულ 450 აშშ დოლარად.

1999 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 03 საათზე, ე. ჯ-შვილი დაკავებულ იქნა შსს მუშაკთა მიერ, რომელსაც პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის ნაჭერში 22 ცალად დაფასოებული 10,3 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“. იმავე დღეს მან პოლიციის მუშაკებს წარუდგინა გარდაბნის რაიონის სოფელ ტაბახმელაში მდებარე, მშობლების საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ღუმელში უკანონოდ შენახული 368 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“, დანარჩენი კი 1999 წლის 8 იანვრამდე პერიოდში პირადად მოიხმარა.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი მოითხოვს სააპელაციო პალატის

განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ე. ჯ-შვილის ქმე-დება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილიდან ამავე კოდექსის მესამე ნაწილზე, ეკმაროს პატიმრობაში გატარებული დრო (1999 წლის 9 იანვრიდან) და გათავისუფლდეს.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, მოისმინა ადვოკატის განმარტება, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის, მასში მითითებული მოტივების საფუძვლიანობა, განაჩენის კანონიერება და თვლის, რომ განაჩენი ე. ჯ-შვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ის საკითხები, რომლებსაც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მოთ-ხოვნის დასასაბუთებლად, სასამართლოს მიერ სრულყოფილადაა გამოკვლეული და განაჩენში სათანადოდ დასაბუთებული. სასამართლო სხდომა ჩატარებულია სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით - ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, შეკრებილი მტკიცებულებები გაანალიზებულია და მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. კ-შვილმა ნებაყოფლობით წარადგინა შსს-ში ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“, რაც დასტურდება მოწმეთა თანდასწრებით შედგენილი ოქმით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ სამართლიანად არ იქნა გაზიარებული საჩივრის მოტივი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე შედგენილი ოქმის საქმის მასალებიდან ამოღების შესახებ, რაც იმით იქნა დასაბუთებული, რომ გარდა ამ ოქმისა, ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით წარმოდგენის ფაქტი სხვა გარემოებითაც დასტურდებოდა. კერძოდ იმ პირის ჩვენებებით, რომელიც ამ ოქმის შედგენას ესწრებოდა.

საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ, მართალია, წარმოდგენის ოქმის შედგენისას არა, მაგრამ შემდეგში მაინც იქნა ვ. კ-შვილი გაფრთხილებული სსკ-ის 196-ე მუხლით - შეგნებულად ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სააპელაციო პალატის განჩინებაში იქნა აღნიშნული და რითაც პასუხი გაეცა საჩივრის ერთ მოტივს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვ. კ-შვილს ნარკოტიკული საშუალების შეძენის თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ჩვენებები აქვს მიცემული, რომლებიც საერთოდ არ არიან გამოკვლეული, უსა-ფუძვლოა და სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ამ საკითხზე სწორია. მარ-თალია, ვ. კ-შვილმა ე. ჯ-შვილისაგან „ოპიუმის“ შეძენის თავდაპირველ თარიღად მიუთითა 1999 წლის 7 იანვარი, მაგრამ შემდეგ, წინასწარ გამოძიებაშივე დააზუსტა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა 1998 წლის დეკემბერში და 7 იანვრის თარიღის მითითება მისი აღელვებული მდგომარეობით ახსნა.

ე. ი. ეს საკითხი ჯერ კიდევ წინასწარ გამოძიებაში იქნა გამოკვლეული.

სასამართლომ სავსებით მართებულად არ გაიზიარა საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ე. ჯ-შვილმა 368 გრამი „ოპიუმი“ შსს თანამშრომლებს წარუდგინა ნებაყოფლობით, რის გამოც მან პასუხი არ უნდა აგოს.

აღნიშნულს საკასაციო პალატაც ეთანხმება შემდეგ მოსაზრებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკისას ე. ჯ-შვილს შარვლის ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის ნაჭერში 22 ცალად დაფასოებული „ოპიუმი“, რა დროსაც მანვე განაცხადა, რომ კიდევ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება შენახული საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ღუმელში, რომელსაც წარმოადგენდა.

მან მართლაც წარმოადგინა 368 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“ სოფელ ტაბახმელაში მცხოვრები მშობლების ეზოში არსებული ღუმელიდან, მაგრამ წარმოადგინა პირადი ჩხრეკის შემდეგ. ე. ი. იმის შემდეგ, რაც დანაშაულის ჩადენაში იქნა მხილებული.

სააპელაციო პალატის დასკვნის შეფასებისათვის საყურადღებოა ე. ჯ-შვილის და მოწმეთა (მ. ჩ-ელის, ვ. ე-შვილის) ჩვენებები იმის შესახებ, რომ ბინაში ჩხრეკა არ ჩატარდა თვით ე. ჯ-შვილის თხოვნით, რომლის მიზეზად მან დაასახელა მშობლების ავადმყოფობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ჯ-შვილის მოქმედება ვერ ჩაითვლება პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად, რაც სწორად შეაფასა სასამართ-ლომაც. ამდენად, საჩივრის ეს მოტივიც უსაფუძვლოა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. კ-შვილისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, მის მიერ მითითებულ ადგილას დაკავებულ იქნა ე. ჯ-შვილი, რომელსაც ჯიბეში აღმოაჩნდა 22 ცალი ე. წ. „ჩეკი“ - ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“, თვით ე. ჯ-შვილის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით ეს დაფასოებული ნივთიერება აღებული ჰქონდა იმ ყუთიდან, რომელშიც იყო ვინმე სოსოსგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და რაც შენახული ჰქონდა მშობლების ბინაში.

ექსპერტ-ქიმიკოსის დასკვნით (ტ. 1 ს. ფ. 80) ე. ჯ-შვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 22 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება - „ოპიუმი“ საერთო წონით 10,3 გრამი, მის მიერ წარმოდგენილი ნივთიერება წონით 368 გრამი და ვ. კ-შვილის მიერ ნებაყოფლობით ჩაბარებული ნივთიერება წარმოადგენს ერთმანეთის იდენტურს თავისი ქიმიური შემადგენლობით და დამზადებულია კუსტარული წესით.

სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ვ. კ-შვილის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მოიპოვება. დადგენილია, რომ პირადი ჩხრეკისას ე. ჯ-შვილს აღმოაჩნდა ვ. კ-შვილის მიერ დასახელებული ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმი“ იმ ოდენობით, რაზედაც შეთანხმებულნი იყვნენ. ამავე დროს ე. ჯ-შვი-ლი დაკავებულ იქნა ვ. კ-შვილის მიერ მითითებულ ადგილზე, ხოლო ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი ნარკომანია, არ მიანიშნებს მის ფსიქიურ არასრულ-ფასოვნებაზე, რის გამოც არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს მისი ჩვენებები.

საკასაციო პალატა ვერც საჩივრის იმ მოტივს გაიზიარებს, თითქოს ე. ჯ-შვილის ბრალდება კანონის თანახმად არ არის ჩამოყალიბებული, რითაც თითქოს არსებითად დაირღვა მისი დაცვის უფლება.

პალატა თვლის, რომ ბრალდება ფორმულირებულია სსსკ-ის 141-ე მუხლის (ძველი რედაქცია) და 282-ე მუხლის (ახალი რედაქცია) მოთხოვნათა დაცვით - დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის და სხვა გარემოებათა მითითებით, როგორიცაა ხერხი, საშუალება, ამ ქმედობით გამოწვეული შედეგი და ა. შ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განაჩენი კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელა-ციო პალატის 1999 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი ე. ჯ-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა გამოძიების მიერ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მეორე პუნქტით წარდგენილი ბრალდება იმავე კოდექსის 274-ე მუხლის „ა“ პუნქტზე. განაჩენის მიერ სსკ-ის კონკრეტული მუხლის პუნქტის შეცდომით „“ნაწი-ლად“ მოხსენიება არ წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს და საქართველოს სსსკ-ის 617-ე მუხლის შესაბამისად იგი შეიძლება გაასწოროს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ ან საკასაციო ინსტანციამ.