განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 20.03.2013
საქმის ნომერი
2კ-692-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6921-13 20 მარტი, 2013 წელი

შ-ი ზ, 6921-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მ. ც-ს

მსჯავრდებულ - ზ. შ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე ქვეპუქნტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით (ძვ.რედ) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით ზ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, ზ. შ-ს მიმართ ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გორის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 13 დეკემბრიდან.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. შ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. შ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ზ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მე-5 ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 ნაწილებით, 224-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ პუნქტებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 9 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. შ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, მსჯავრდებულ ზ. შ-ს გორის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით (ძვ.რედ) დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს მოხდილად.

მსჯავრდებულ ზ. შ-ს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 11 წელსა და 3 თვეს.

მსჯავრდებულ ზ. შ-ს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 11 წელსა და 3 თვეს.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. შ-ს, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, მოსახდელად უნდა განესაზღვროს 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა უნდა დაეწყოს 2003 წლის 13 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. შ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. შ-ს გორის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 20 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლით, 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილებით (ძვ.რედ) დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მოხდილი აქვს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. შ-ს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. შ-ს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით.

საბოლოოდ მსჯავრდებულ ზ. შ-ს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, მოსახდელად განესაზღვროს 12 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2003 წლის 13 დეკემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. ქათამაძე