დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.03.2013
საქმის ნომერი
2კ-920-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9201-13 28 მარტი, 2013 წელი

კ-ე რ, 9201-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - თ. გ-ს

მსჯავრებულ - რ. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. კ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 11 ოქტომბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ რ. კ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდება, როგორც ზედმეტად შერაცხული.

რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. კ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ე» ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენით რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 18,144-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის «ვ», ,,ი» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებითა და 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 15 წელი, 10 თვე, 17 დღე და საბოლოოდ რ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 33 წლით, 10 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 24 ნოემბრიდან.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

რ. კ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 18-144-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე.

რ. კ-ს განაჩენიდან ამოერიცხა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

რ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია), 18,144-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 ივნისიდან.

აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაეის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ რ. კ-ს ამოერიცხა მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 18,144-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

მსჯავრდებულ რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ რ. კ-ს სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის განაჩენით რ. კ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას აეთვალა დაკავების დღიდან - 2006 წლის 11 ოქტომბრიდან.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დაუდგინდა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

რ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით (1999 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დაუდგინდა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელების შეკრებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად დარჩა 15 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან რ. კ-ე ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე