განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№10921-13 4 აპრილი, 2013 წელი
ძ-ი მ., 10921-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ მ. ძ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ძ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენით მ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 78-ე მუხლით – 12 წლით, ხოლო 2092-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მ. ძ-ს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1995 წლის 5 ივნისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით მ. ძ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „გ“, „თ“, „ლ“, „ო“ პუნქტებით – 14 წლით, 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით, ხოლო მე-19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მ. ძ-ს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2002 წლის 29 ოქტომბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მამუკა ძიძიგურს საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით, ხოლო 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმით მას განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით – 16 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 13 სექტემბრიდან.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ძ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ძ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის, 2002 წლის 29 ოქტომბრისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 12 წლით, 5 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ძ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით მისთვის დანიშნულ საბოლოო სასჯელს უნდა გამოაკლდეს 7 წელი, 1 თვე, 15 დღე და საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 9 წლით, 5 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა ეწყება 2003 წლის 13 სექტემბრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული მ. ძ-ი ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სწორად გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 თვე, 20 დღე და მიესაჯოს 11 წლით, 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 9 წელი, 2 თვე და 26 დღე და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 11 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადაც უნდა აეთვალოს 2003 წლის 13 სექტემბრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ძ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს 1997 წლის 5 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მიესაჯოს 11 წლით, 1 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ძ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლით დანიშნული სასჯელი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვროს 11 წლით, 1 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადაც აეთვალოს 2003 წლის 13 სექტემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე