დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№385აგ-13 25 ოქტომბერი, 2013 წელი
მ-ი ა.- 385აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გლდანის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ა. მ-ი, – დაბადებული 1965 წელს, ნასამართლევი (ადრე მოქმედი სსკ-ის 150-ე და 152-ე მუხლებით), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით – 10 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1992 წლის 9 აპრილიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ა. მ-ს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით მიესაჯა 12 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, ხოლო 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შთანთქმის პრინციპით მსჯავრდებულს განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1995 წლის 18 ივნისიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ა. მ-ს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 17 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის განაჩენით ა. მ-ს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიესაჯა 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 წელი, 7 თვე, 28 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 17 წლით, 11 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 19 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 4 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი, მე-4, მე-5 პუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 104-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 378-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით დანიშნული სასჯელები, რის შედეგადაც დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, პროპორციული წილის გაანგარიშებით, საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განჩინება შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით: მსჯავრდებულ ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა გლდანის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1995 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, 3 თვე, 15 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად; ა. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნული 8 წელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 7 თვე, 29 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 4 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა; გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე სასჯელის შემცირების შესახებ და გადასასინჯი სასამართლო გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ა. მ-ი საკასაციო საჩივით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. მ-ი მრავალჯერაა ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შთანთქმის წესით დანიშვნა მეტისმეტად ლმობიერია, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ივლისის განაჩენი ა. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი