განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1486-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№14861-13 1 მაისი, 2013 წელი

ა-ე გ, 14861-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იმერეთის პრობაციის ბიუროდან შემოსული, მსჯავრდებულ გ. ა-ის პირადი საქმის მასალების მიხედვით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განაჩენით გ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. ასევე დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იმერეთის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ გ. ა-ის პირადი საქმე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული გ. ა-ე გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრისაგან.

გ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 წელი და განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე; ასევე ¼-ით შეუმცირდა ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა - 3 წელი და დაუდგინდა 2 წელი და 3 თვე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 263-ე მუხლით.

ამდენად, მსჯავრდებული გ. ა-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

მსჯავრდებულ გ. ა-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს. მას დანიშნული სასჯელიდან - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე - უნდა ჩაეთვალოს პირობითად. რეალურად მას მოხდილი აქვს 1 წელი. ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 30 დეკემბრიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ა-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. ა-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ. ა-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 2 წელსა და 3 თვეს. მას დანიშნული სასჯელიდან - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 9 თვე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალოს პირობითად. რეალურად მას მოხდილი აქვს 1 წელი. ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 30 დეკემბრიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

№14861-13 22 ივლისი, 2013 წელი

ა-ე გ, 14861-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, თეიმურაზ თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, სადაც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია წინადადება: ,,ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 30 დეკემბრიდან“, ნაცვლად წინადადებისა: ,,ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 28 აგვისტოდან“.

ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია წინადადება: ,,ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 30 დეკემბრიდან“, ნაცვლად წინადადებისა: ,,ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 28 აგვისტოდან“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 1 მაისს მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში ჩაიწეროს წინადადება: ,,ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 28 აგვისტოდან“; ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწეროს წინადადება: ,,ამდენად, 1 წლიდან 9 თვე აქვს მოხდილი, დარჩენილია 3 თვე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით სასჯელში და საბოლოოდ განესაზღვროს 1 წელი და 3 თვე - პირობითი მსჯავრი, 2 წელი - გამოსაცდელი ვადა, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 28 აგვისტოდან“.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე