დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№522აგ-13 20 იანვარი, 2014 წელი
შ-ი რ.- 522აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 სექტემბრის განაჩენით რ. შ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლით (ძველი რედაქცია - 1999 წლის) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია - 1999 წლის) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით (ძველი რედაქცია - 1999 წლის) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპით რ. შ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 7 ნოემბრიდან 2005 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 5 წლით, 10 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: თ. თ-ს, კ. ჭ-ს, გ. ბ-ეს, ზ. ს-ესა და ზ. კ-ს.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის განაჩენით რ. შ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 მარტის განაჩენით რ. შ-ი, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 237–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. შ-ს განესაზღვრა 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 5 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით რ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა - 28 წლით, 11 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 26 სექტემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დარჩა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 მარტის განაჩენი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით რ. შ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 26 წლით, 6 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით რ. შ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად, გაუნახევრდა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 25 წლით, 4 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რ. შ-ი გათავისუფლდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 სექტემბრის განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელებისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე განაჩენით სსკ–ის 224–ე მუხლით, ასევე სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და რ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით - 13 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2004 წლის 25 თებერვლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განჩინებით დაზუსტდა ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება, კერძოდ: რ. შ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 26 სექტემბრიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა რ. შ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ და ამნისტიით შემცირებულ სასჯელს - 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაემატა: სსკ–ის 143–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელიდან ნაწილი - 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით რ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა (ნაწილობრივ) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 სექტემბრის განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (3 წლით, 1 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთიდან) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ რ. შ-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2006 წლის 26 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 7 ნოემბრიდან 2005 წლის 9 დეკემბრამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ რ. შ-ი გასამართლებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ–ის 143–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, სსკ–ის 237–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ–ის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს განაჩენი) სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში რ. შ-ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დაენიშნა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, რაოდენობასა და საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაულები), რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ რ. შ-ისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის კიდევ უფრო შემცირება, მით უფრო - სრულად შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განაჩენი რ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი