საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.02.2017
საქმის ნომერი
2კ-535აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №535აპ-16 ქ. თბილისი

ხ. რ-ნ, 535აპ-16 27 თებერვალი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 ნოემბრის განაჩენით რ. ხ., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე; ო. ც., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, და ლ. ც., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 25-ე,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. რ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით სასჯელის დაუნიშნავად; ო. ც. და ლ. ც. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 341-ე მუხლით და განესაზღვრათ ჯარიმა – თითოეულს 4000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ო. ც-სა და ლ. ც-ეს დანიშნული სასჯელები შეუმცირდათ 1500-1500 ლარით და საბოლოოდ განესაზღვრათ ჯარიმა თითოეულს – 2500 ლარის ოდენობით.

გაუქმდა ო. ც-სა და ლ. ც-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ქ. ც-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე – ხ-ის რაიონის სოფელ ო-ში, ზონა – -- --, სექტორი – -, კვარტალი – -, ნაკვეთი – -, საკადასტრო კოდი – ----) 40000 ლარის ღირებულების წილსა და რ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული 4465 კვ.მ. უძრავი ქონების (მდებარე – ხ-ის რაიონის სოფელ ს-ში, ზონა – -- --, სექტორი – -, კვარტალი – --, ნაკვეთი – ---, საკადასტრო კოდი – ----) 20000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

ამავე განაჩენით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძეს, ბრალდებულ მ. შ-სა და ადვოკატ თ. კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, მ. შ., – დაბადებული ---ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. შ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდა მ. შ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გ. ა-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე – ბ-ში, ი-ის ქ. №-, ბინა №--ში, ზონა – ბათუმი -, სექტორი – --, კვარტალი – --, ნაკვეთი – --, კოდი – ---) 20000 ლარის ღირებულების წილს მოეხსნა ყადაღა.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე