დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.10.2019
საქმის ნომერი
18აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700078406

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №18აგ-19 16 ოქტომბერი, 2019 წელი

თ-ა კ, 18აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014

წლის 18 მარტის განაჩენით:

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

კ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ზ. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

კ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,” ,,ზ,” ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, კ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ისე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ხოლო 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე.

კ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა,” ,,ზ,” ,,ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, კ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა როგორც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ისე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის სახით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ხოლო 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ზ. ა-ს ეპიზოდი).

კ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (ზ. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, კ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დ. ძ-ს ეპიზოდი).

კ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, კ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კ. თ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ხოლო 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით:

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ორი ეპიზოდი).

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (დაზარალებულ დ. ძ-ს ეპიზოდი).

კ. თ-ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ დ. ძ-ს ეპიზოდი).

კ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, კ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

კ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით, დაზარალებულ ზ. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია). კ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ზ” და ,,ე” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია, დაზარალებულ ზ. ა-ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, მასვე 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, კ. თ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, ხოლო 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, კ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

3. 2019 წლის 25 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. თ-მ (ადვოკატთან ერთად), რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ კ. თ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. კასატორი - კ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ნ-ა ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებას. დაცვის მხარის პოზიციით, კ. თ-ს 2019 წლის 25 მარტის შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობდა ორი მოსამართლე, რომლებიც მონაწილეობდნენ სააპელაციო სასამართლოში იმავე სისხლის სამართლის საქმის განხილვასა და 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის დადგენაში. შესაბამისად, მათ საპროცესო კოდექსის თანახმად, უფლება არ ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ იმავე საქმის განხილვაში.

6. საკასაციო საჩივარში აგრეთვე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება ნახევარგვერდიანია, მცირეა, რის გამოც არასაკმარისია. მასში გამოტოვებულია მსჯელობა სატელეფონო ანძების მონაცემებზე. სააპელაციო სასამართლომ ახლად გამოვლენილ გარემოებად არ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ბ. ბ-ი, რომელმაც როგორც თვითმხილველმა მოწმემ, ჩვენება მისცა ზ-ს რაიონის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულზე, რეალურად სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა გ-ი. საქმის განხილვის დროს ბ. ბ-ს მივლინებაში ყოფნის ფაქტი იყო უცნობი. „ს-ის“ წერილებით დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბ. ბ-ს ემსახურებოდა სატელეფონო ანძები, რომლებიც განთავსებულია ა-ს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მას არ დაუტოვებია აღნიშნული რეგიონი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საკასაციო პალატა შუამდგომლობასა და საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (ბ. ბ-ს მივლინებაში ყოფნისა და მისი ადგილსამყოფლის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე) იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პოზიციას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივარში არ არის მითითებული ისეთ ახალ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომლის წარმოდგენაც დაცვის მხარეს დაინტერესების შემთხვევაში საქმის არსებითად განხილვის დროს არ შეეძლო.

4. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ განიხილა. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობდეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაშიც. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე საკასაციო სასამართლოს არაერთხელ აქვს ნამსჯელი (მაგ. იხ. 12აგ-18 და №220აგ-16 გადაწყვეტილებები).

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ კ. თ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე