საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #020100119003018449
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №178აპ-20 ქ. თბილისი
ქ–ა ე., 178აპ-20 7 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ე. ქ–სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ე. ქ–ა, - დაბადებული 1963 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 5200 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) - ჯარიმა 6300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეოთხე ეპიზოდი) - ჯარიმა 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 6300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ე. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 61-62-ე მუხლების თანახმად, სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2019 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით (3 დღე) და საბოლოოდ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 6000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა მსჯავრდებულ ე. ქ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გამოყენებული ღონისძიება. ე. ქ–ს უნდა დაუბრუნდეს აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში; განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის განჩინება (1/310-19) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და გათავისუფლდეს ყადაღისაგან ფ. ბ–ს პ/ნ ....... საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ......, ..... ქუჩა N.. (საკადასტრო კოდი: .....).
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ–მ გადაწყვიტა, მოეგროვებინა ...... ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „...... ბანკის“ თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე. ქ–ს და შესთავაზა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. ამ პირობაზე ე. ქ–ა დასთანხმდა, რის შემდეგაც ლ. მ–მ მას გადასცა 2009 წლის 8 ნოემბერს გარდაცვლილი, .... რაიონის ს. ო–დან დევნილი შ. ბ–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პლასტიკური ბარათი, ხოლო ე. ქ–ა, თავის მხრივ, დაუკავშირდა ნაცნობს - ო. ჯ–ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „...... ბანკის“ წალენჯიხის ფილიალის გამსვლელ მოლარედ, ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცემა და სთხოვა, რომ გარდაცვლილი შ. ბ–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა.
შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ე. ქ–ა, ო. ჯ–სა და ლ. მ–სთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილ შ. ბ–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 17.04. 2013 წ. პენსიის თანხას - 147 ლარს, 26.04.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 17.05. 2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 27.05 .2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 18.06.2013წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, რაც განკუთვნილი იყო ასაკობრივი პენსიისა და დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. ლ. მ–მ გადაწყვიტა, მოეგროვებინა ........... ............ ტერიტორიაზე მცხოვრები, გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „..... ბანკის“ თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე. ქ–ს და შესთავაზა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. ამ პირობაზე ე. ქ–ა დასთანხმდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა 2011 წლის 27 ივლისს გარდაცვლილ, ...... რაიონის სოფელ ..... დევნილ ტ. ა–ს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პლასტიკურ ბარათს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს-ო. ჯ–ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „...... ბანკის“ ........ ფილიალის გამსვლელ მოლარედ, ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცემა და სთხოვა, რომ გარდაცვლილ ტ. ა–ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა. შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ე. ქ–ა, ო. ჯ–სა და ლ. მ–ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილ ტ. ა–ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 18/01/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 25/01/2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 18/02/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 26/02/2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს,19/03/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 26/03/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 26/03/2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 17/04/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 26/04/2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 17/05/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 27/05/2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 18/06/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს, 17/07/2013 წ თანხას - 147 ლარს (პენსიის თანხას - 125 ლარს, დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს), 27/07/2013წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 22 ლარს, 19/08/2013 წ პენსიის თანხას - 125 ლარს, რაც განკუთვნილი იყო ასაკობრივი პენსიისა და დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
ლ. მ–მ გადაწყვიტა, მოეგროვებინა ....... ......... ტერიტორიაზე მცხოვრები, გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „......... ბანკის“ თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე. ქ–ს და შესთავაზა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. შეთავაზებულ პირობას ე. ქ–ა დასთანხმდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა 2012 წლის 1 ნოემბერს გარდაცვლილ, ...... რაიონის სოფელ ...... დევნილ გ. ჩ–ს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პლასტიკური ბარათს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს - ო. ჯ–ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „..... ბანკის“ ..... ფილიალის გამსვლელ მოლარედ და ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცემა და სთხოვა, რომ გარდაცვლილ გ. ჩ–ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა. შეთანხმებული გეგმის მიხედვით, 2013 წელს ე. ქ–ა, ო. ჯ–სა და ლ. მ–ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილ გ. ჩ–ას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 17/04/2013 წ. პენსიის თანხას - 126 ლარს, 26/04/2013 წ.-დევნილთა შემწეობის თანხას - 28 ლარს, 17/05/2013 წ პენსიის თანხას - 125 ლარს, 27/05/2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 28 ლარს, 18/06/2013 წ. პენსიის თანხას - 125 ლარს. რაც განკუთვნილი იყო ასაკობრივი პენსიისა და დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
ლ. მ–მ გადაწყვიტა, მოეგროვებინა ....... ტერიტორიაზე მცხოვრები, გარდაცვლილი პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, პლასტიკური ბარათები და მათი გამოყენებით სს „..... ბანკის“ თანამშრომლებთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით მიღება. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად იგი დაუკავშირდა ე. ქ–ს და შესთავაზა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იმ პირობით, რომ მიღებულ ფულად თანხას გაიყოფდნენ. აღნიშნულ პირობაზე ე. ქ–ა დასთანხმდა და გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი მოტყუებით დაეუფლა 2011 წლის 21 დეკემბერს გარდაცვლილი, ...... რაიონის ..... ....... დევნილი ღ. ა–ის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და პლასტიკური ბარათს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს - ო. ჯ–ს, რომელიც 2006 წლის 29 მარტიდან 2014 წლის 27 მაისამდე მუშაობდა სს „...... ბანკის“ ...... ფილიალის გამსვლელ მოლარედ, ევალებოდა ბენეფიციარების იდენტიფიცირების შემდეგ მათ ანგარიშზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩარიცხული საპენსიო და დევნილის შემწეობის თანხების გაცემა და სთხოვა, რომ გარდაცვლილ ღ. ა–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და პლასტიკური ბარათით, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით დაუფლებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, რაზედაც მიიღო თანხმობა. შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ე. ქ–ა, ო. ჯ–ასა და ლ. მ–ასთან ერთად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოტყუებით, გარდაცვლილ ღ. ა–ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პლასტიკური ბარათის გამოყენებით დაეუფლა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კუთვნილ ფულად თანხებს, კერძოდ: 28.05.2013 წ. დევნილთა შემწეობის თანხას - 28 ლარს, რაც განკუთვნილი იყო დევნილის შემწეობისთვის, რითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიაყენა ზიანი.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ე. ქ–ასათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რასაც სასამართლო არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებასაქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. მსჯავრდებულ ე. ქობალიასათვის შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის შემდეგი მიზნები: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, ენიჭება თუ არა სასჯელის რომელიმე მიზანს პრიორიტეტი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს სასჯელის მიზნის პრიორიტეტულობა და დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული იქნება. ქმედების სიმძიმის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის ბრალეულობა და ის ზიანი, რაც მის ქმედებას მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, მსჯავრდებულ ე. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი (ე. ქ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არ არის, უმუშევარია, ავადმყოფია, ნებაყოფლობით გადმოვიდა დროებით არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და ბრალის აღიარებით გამოცხადდა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია) და მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ -ი 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი,საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე