საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 23.12.2020
საქმის ნომერი
2კ-537აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002902679

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №537აპ-20 ქ. თბილისი

მ–ი ო., 537აპ-20 23 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი,მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციოსაჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. მ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ო. მ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ძალადობის მუქარით, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ნოემბერში, ........ს რაიონის სოფელ ............ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შუადღის საათებში, ო. მ–მა გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი - მ. მ–ი, კერძოდ, ო. მ–მა, ძალადობის გამოყენების მუქარით, სხეულის ნაწილით შეაღწია მ. მ–ის სხეულში და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შედეგადაც მ. მ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

2017 წლის ნოემბერში, სამი დღის განმავლობაში, .......ის რაიონის სოფელ ........ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ო. მ–მა არასრულწლოვანი შვილის - მ. მ–ის მიმართ, ზედიზედ სამჯერ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, კერძოდ, ო. მ–მა, ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულა მ. მ–ი, გაეხადა ტანსაცმელი, რის შემდეგაც ხელით ეხებოდა შიშველ სხეულზე, ეფერებოდა და კოცნიდა მას, ასევე, სხეულის ნაწილით ახორციელებდა სექსუალური ხასიათის მანიპულაციას, რის შედეგადაც მ. მ–ს მიადგა მორალური სახის ზიანი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

ო. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ო. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისის რედაქცია) და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 29 იანვრიდან.

ო. მ–ს განემარტა, რომ მას, როგორც საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულს - მ. მ–ს და მის საპროცესო წარმომადგენელს - მ. ჯ–ს ეცნობოს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგების შესახებ, ასევე განემარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ო. მ–ის დამნაშავედ ცნობას როგორც საქართველოს სსკ-ის 111,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ო. მ-ს გამართლებას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

7. სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისთვის მათ შორის აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა ხასიათის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად მიუთითა, თუ რატომ არ მიიჩნია საკმარისად დაზარალებულის ჩვენება ო. მ–ის სსკ-ის 111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისთვის, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და არ მიიჩნევს საჭიროდ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას.

8. სასამართლოდამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე