საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142221700137344
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე№16აგ-21 31 მაისი, 2021 წელი
კ–ე ბ., 16აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ–ს განცხადება, რომლითაც იგი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ. კ–ეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 5 დეკემბრიდან.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით ბ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. კ–ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. კ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 15 სექტემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. კ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. კ–მ.
7. 2021 წლის 7 მაისის განცხადებით მსჯავრდებული ბ. კ–ე შუამდგომლობს არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ბ. კ–ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.
9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. კ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე