დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
საქმე №224აპ-24 თბილისი
შ-ი დ., 224აპ-24 18 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ნინო სანდოძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. შ-ის ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. შ-ის ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. დ. შ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით შინაპატიმრობა;
4. დ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. შ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. მსჯავრდებულ დ. შ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 24 ნოემბრიდან;
7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. შ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო – გაუქმებულია;
8. ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ლაზერული დისკი, მაღაზია „ლ-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით; ერთი ლაზერული დისკი, შპს „ფ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციითა და ერთი ლაზერული დისკი, დ. შ-ის ფოტოსურათის ნიმუშებით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
10. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. ფაფიაშვილი