საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020100121004947516
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №837აპ-24 ქ. თბილისი
დ–ი გ., 837აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
ü სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. დ–ს, კ. ჩ–სა და გ. ფ–ს ქმედებების გადაკვალიფიცირებას და დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – გ. დ–მა, გ. ფ–მ და კ. ჩ–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ü წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე საკასაციო საჩივარი, 2024 წლის 28 ივნისს, ასევე წარმოდგენილი აქვთ მსჯავრდებულ გ. დ–სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. ჯ–ს. მოგვიანებით, 2024 წლის 15 ივლისს, მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკან იხმობენ საკასაციო საჩივარს. განცხადებას თან ერთვის „პასუხი პროკურატურის საჩივარზე“, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული და ადვოკატი მოითხოვენ პროკურატურის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო გასაჩივრებული განაჩენის − უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი კანონიერი და სამართლიანია.
2. მსჯავრდებულ კ. ჩ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. თ–ა საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. დ–ს, კ. ჩ–სა და გ. ფ–ს ბრალად ედებათ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გ. დ–ის, კ. ჩ–სა და გ. ფ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
მ. მ–სა და მ. დ–ს შორის წარმოიშვა ფინანსური დავა, მ. მ–ს მიერ მ. დ–სთვის დასაბრუნებელ თანხასთან დაკავშირებით. მ. დ–მ თავისთვის მატერიალური სარგებლის, უპირატესობის მისაღებად და მ. მ–ზე გავლენის მოსახდენად, მიმართა „ქურდული სამყაროს" წევრებს − გ. დ–სა და კ. ჩ–ს.
თავის მხრივ, მ. მ–მ თავისთვის მატერიალური სარგებლის, უპირატესობის მისაღებად და მ. დ–ე გავლენის მოსახდენად, მიმართა „ქურდული სამყაროს" წევრს − გ. ფ–ს.
,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა − გ. დ–მა და კ. ჩ–მა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებისათვის გადაწყვიტეს მ. მ–სთან მოეწყოთ „ქურდული გარჩევა", რის განსახორციელებლადაც, 2022 წლის სექტემბერში, კ. ჩ–ი უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრ გ. ფ–ს, რომელთანაც თანხმდებოდა „ქურდული გარჩევის“ მოწყობის კონკრეტულ დღესა და ადგილზე. ამავდროულად, კ. ჩ–ი უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ წევრ, გ. დ–ს, რომელსაც გადასცემდა გ. ფ–ს პოზიციას.
2022 წლის 19 სექტემბერს, კ. ჩ–ი შეხვდა „ქურდული სამყაროს“ წევრს, გ. ფ–ს და მოდავე მხარე მ. მ–ს, რა დროსაც „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“ და მოისმინეს მ. მ–ს პოზიცია.
რამდენიმე დღის შემდეგ, 2022 წლის 21 სექტემბერს, „ქურდული სამყაროს“ წევრები − გ. ფ–ე და კ. ჩ–ი, მოდავე მხარე − მ. მ–ე შეხვდნენ ერთმანეთს, ასევე: ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდნენ გ. დ–ს და მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. მათ მოისმინეს მ. მ–ს პოზიცია, რის შემდეგაც, „ქურდული სამყაროს" წევრებმა – კ. ჩ–ა და გ. დ–მა, მ. მ–ს გადაუწყვიტეს, რომ მას 2022 წლის 5 ოქტომბრამდე უნდა გადაეხადა თანხის ნაწილი.
2022 წლის 1 და 4 ოქტომბერს, კ. ჩ–ი და გ. დ–ი უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ინტერესდებოდნენ მ. მ–სათვის, მათ მიერ „დაკისრებული“ თანხის გადახდის საკითხით.
ასევე, 2022 წლის 4 ოქტომბერს, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების, მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვებისათვის, „ქურდული სამყაროს" წევრებმა: გ. ფ–მ, კ. ჩ–მა და გ. დ–მა გადაწყვიტეს, კვლავ მოეწყოთ „ქურდული გარჩევა“ და მოესმინათ მ. მ–ს პოზიცია თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
უკვე, 2022 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ..... ქუჩის N..-ში მდებარე რესტორან „ა–ი“ თავდაპირველად მივიდნენ კ. ჩ–ი და გ. დ–ი, რომლებიც შეთანხმდნენ გ. ფ–სთან და მოდავე მხარე მ. მ–სთან დასაფიქსირებელი პოზიციების შესახებ, მიუთითეს, რომ კვლავ „ქურდული წესით“, „განაბურად“ მოსთხოვდნენ თანხის გადახდას.
გ. ფ–სა და მოდავე მხარის, მ. მ–ს მისვლის შემდეგ მოეწყო „ქურდული გარჩევა“, რა დროსაც კ. ჩ–მა და გ. დ–მა მ. მ–ს კატეგორიულად მოსთხოვეს თანხის გადახდა, რაზეც მან გამოხატა საკუთარი პოზიცია. საბოლოოდ, „ქურდული გარჩევის" დასასრულს, მ. მ–ე დასთანხმდა თანხის გადახდაზე.
შემდეგ გ. ფ–ე. კ. ჩ–ი და გ. დ–ი კვლავ ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს" საქმიანობას, უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და მზაობას გამოხატავდნენ მონაწილეობა მიეღოთ „ქურდული სამყაროს" საქმიანობაში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენით:
4.1. გ. დ–ი, − დაბადებული .... წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
გაუქმდა გ. დ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
გ. დ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ნოემბრიდან;
4.2. გ. ფ–ე, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით), ასევე, ბოლო განაჩენს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა − 5000 (ხუთი ათასი) ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით და ჯარიმა − 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
გაუქმდა გ. ფ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
გ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ნოემბრიდან;
4.3. კ. ჩ–ი, − დაბადებული 19..წელს, − ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
გაუქმდა კ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
კ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ნოემბრიდან.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
ü მსჯავრდებულ გ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − შ. ბ–მა და ნ. ჯ–მ, რომელთაც მოითხოვეს მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ü მსჯავრდებულ კ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. თ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით მოითხოვა − კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრებულის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.
ü მსჯავრდებულ გ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − ტ. კ–მ, თ. მ–მ და ა. გ–მა, რომელთაც მოითხოვეს მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით მსჯავრდებულების: კ. ჩ–ს, გ. დ–ს და გ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულების – კ. ჩ–ს, გ. დ–სა და გ. ფ–ს მიმართ კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
6.1. გ. დ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
გაუქმდა გ. დ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
გ. დ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ნოემბრიდან;
6.2. გ. ფ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
გ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა − თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით), ასევე, ბოლო განაჩენს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი ჯარიმა − 5000 (ხუთი ათასი) ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და ჯარიმა − 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
გაუქმდა გ. ფ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
გ. ფ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ნოემბრიდან;
6.3. კ. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
კ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა − თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
გაუქმდა კ. ჩ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;
კ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2022 წლის 29 ნოემბრიდან;
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში უკანონოა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა მითითებული იმ მოტივებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გ. დ–ს, გ. ფ–სა და კ. ჩ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გადააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების – გ. დ–ს, გ. ფ–სა და კ. ჩ–ს ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დეტალურად დაასაბუთა, თუ რა მტკიცებულებებმა და ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა კვალიფიკაციის შეცვლა. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრის დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება მსჯავრდებულთა ქმედებების კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ბრალდების მხარე, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდებოდა, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კასატორის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
14. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია მსჯავრდებულ გ. დ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ–ს 2024 წლის 15 ივლისის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკან იხმობენ საკასაციო საჩივარს. განცხადებას თან ერთვის „პასუხი პროკურატურის საჩივარზე“, რომლის მიხედვით, მსჯავრდებული და ადვოკატი მოითხოვენ პროკურატურის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო გასაჩივრებული განაჩენის − უცვლელად დატოვებას, ვინაიდან იგი კანონიერი და სამართლიანია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4, მე-7 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივარი;
2. მსჯავრდებულ გ. დ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი