განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010145200
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1331-24 21 ნოემბერი, 2024 წელი
ა. მ. 1331-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. მ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით: მ. ა–ე – პირადი ნომრით ........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ:
1.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი);
1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით (2019 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი);
1.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5 000 ლარი(2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი);
1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
1.5. მსჯავრდებულ - მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით:
2.1. მ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;
2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით -საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც კვლავ ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით;
2.4. მსჯავრდებულ მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 17 ოქტომბრის 00:25 საათიდან.
3. 2024 წლის 4 ოქტომბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციური დაწესებულებიდან ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. ა–ს პირადი საქმე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით:
4.1. მსჯავრდებულ მ. ა–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის წლის 17 სექტემბრისკანონი.
4.2. მ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განსაზღვრული აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 5 წლით ჩათვლილი აქვს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, 2024 წლის 17 სექტემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის დანაწესის საფუძველზე შემცირდა 1/6-ით და საბოლოოდ მ. ა–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წელი და 10 თვე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პროპორციულად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლისა და 8 თვის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 4 წლისა და 2 თვის ვადით ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
4.3. მსჯავრდებულ მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 17 ოქტომბრის 00:25 საათიდან;
4.4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–ეის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. მ–მა, რომელიც ითხოვს მ. ა–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელებას დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით და მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას.
5.1. საჩივარს ერთვის დაზარალებულ ვ. მ–სის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად მას მ. ა–ს მიმართ პრეტენზია არ აქვს და თანხმაა მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
3. სასამართლო ითვალისწინებს, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით მ. ა–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
4.1. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (სამი ეპიზოდი) ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისათვის დადგენილი წესით, მეორეს მხრივ კი მ. ა–ე მოცემული დანაშაულების ჩადენისას იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე პირი (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით), შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით (გარდა ჯარიმისა).
4.2. მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
4.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის რეალურად მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის –1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან. ვინაიდან, აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით სრულად მოხდილია, სასამართლო ამ ნაწილში ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესაძლებლობას მოკლებულია.
4.2.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
4.3. მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
4.3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის რეალურად მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის –1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან. ვინაიდან, აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით სრულად მოხდილია, სასამართლო ამ ნაწილში ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესაძლებლობას მოკლებულია.
4.3.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.
4.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით 2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5 000 ლარი.
4.4.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის რეალურად მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის –1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაეწყო 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან. ვინაიდან, აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით სრულად მოხდილია, სასამართლო ამ ნაწილში ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესაძლებლობას მოკლებულია.
4.2.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, უნდა შემცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.
4.2.3. მ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ - ჯარიმა 5 000 ლარზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე.
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით უნდა განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4 წლისა და 2 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულ მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი დანაშაულთა იდეალური ერთობლიობისათვის დადგენილი წესით. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებას არ შეიცავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი-მე-3 და მე-7 მუხლები. შესაბამისად, დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, მ. ა–ს დანიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.
6.2. შესაბამისად, მ. ა–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და განესაზღვროს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი სასჯელი – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ა–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუუქმდა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით დაემატა 1 წელი თავისუფლების აღკვეთა. რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ასევე უნდა შემცირდეს 1/6-ით და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ა–ს ადვოკატ კ. მ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. მ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3.1. მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, შეუმცრიდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
3.1.1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილია (სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან);
3.2. მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, შეუმცრიდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
3.2.1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილია (სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან);
3.3. მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, შეუმცრიდეს 1/6-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
3.3.1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილია (სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2020 წლის 30 იანვრის 19:46 საათიდან);
3.3.2. მ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულ - ჯარიმა 5 000 ლარზე ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება;
3.4. საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ა–ს, სასჯელის სახედ და ზომად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4 წლისა და 2 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
3.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4.1. მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განსაზღვრული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ნაწილი – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
4.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ. ა–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 8 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემცირებული – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც კვლავ ჩაეთვალოს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი -1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 4 წლისა და 2 თვის გამოსაცდელი ვადით;
4.4. მსჯავრდებულ მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 17 ოქტომბრის 00:25 საათიდან;
4.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი