ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240141124010125717
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1381-24 25 ნოემბერი, 2024 წელი
ნ–ა მ., N1381-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ნ–ას საჩივარი სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 2 ოქტომბერს სენაკის რაიონულ სასამართლოს, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით მ. ნ. (პირადი ნომერი .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის 6 თვე დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით – 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა – 2 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ნ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით.
მ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2024 წლის 27 მაისიდან.
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ნ–ას მიმართ არ გავრცელდა ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4. მსჯავრდებულმა მ. ნ–ამ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გავრცელება, ამასთან მიუთითა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგენდა დაზარალებულის თანხმობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
3. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება დაზარალებულ ი. შ–ს თანხმობა, მ. ნ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე - მის მიმართ ვერ იქნება გავრცელებული ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
4. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)“.
5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. ნ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და მას ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ვინაიდან მასზე არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და ამასთან, არ ჩაუდენია დანაშაული, რომელიც მითითებულია ამ კანონის მე-7 მუხლში, ხოლო ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ასევე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
6. ამასთან, მ. ნ–ა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. თუმცა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლზე არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მ. ნ–ას სასჯელის სახედ დანიშნული აქვს ჯარიმა, რაზეც ასევე არ ვრცელდება ზემოხსენებული კანონი.
7. ამდენად, მსჯავრდებულ მ. ნ–ას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ნ–ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. მსჯავრდებულ მ. ნ–ას ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის 6 თვე დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით – 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით) და საბოლოოდ, განესაზღვროს 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 11 თვე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 83 საათი.
5. მ. ნ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2024 წლის 27 მაისიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;
6. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.
7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე