მოწყობილობა

4 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მოწყობილობა, რომელიც წვავს აირს და გამოიყენება საკვების მომზადების, გაციების, ჰაერის კონდიცირების, სივრცის გათბობის, ცხელი წყლის გენერირების, განათების ან რეცხვისთვის, ასევე ფორსირებული წვის ღუმელები და ის გამათბობლები, რომლებიც აღჭურვილია ამგვარი ღუმელებით

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოწყობილობა, რომლის ენერგიის წყარო, მთლიანად ან ნაწილობრივ, არის ან შესაძლოა იყოს ბატარეები ან აკუმულატორები

ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ძირითადი და (ან) დამატები­თი ფუნქციის შესრულებისათვის, ასევე, რამდენიმე მანქანის ერთ კომპლექსად გაერთიანებისათვის აუცილებელი დამოუკიდებ­ლად გამოსაყენებელი ან მანქანაზე დასადგმელი ტექნიკუ­რი მოწყობილობა

„მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

სამაცივრო დანადგარი, მისი შიდა სტრუქტურის მქონე ხელოვნურად შექმნილი ობიექტები და დანადგარის დამხმარე ინფრასტრქუტურა, მათ შორის რადიატორი, ჭურჭლები, საკომპრესორო დანადგარები, მილსადენები და სხვა.

ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ყველა ტერმინი →