ა) ორფაზიანი ნაკადი – სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც ორი სახის

თხევადი და (ან) გაზისებრი ნახშირწყალბადებისაგან შედგება;

ბ) გაზგამანაწილებელი სადგური – მაგისტრალური მილსადენის სისტემის შემადგენელი კომპლექსური ტექნოლოგიური ობიექტი, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისათვის მისაწოდებელი გაზის წნევის რეგულირებისათვის,  გაწმენდისათვის, ოდორიზაციისა და რაოდენობის აღრიცხვისათვის. იგი მოიცავს რეგულირების სისტემას, შენობა-ნაგებობას, ასევე, მოწყობილობასა და სამარჯვებს;

გ) გაზის აღრიცხვის (გაზსაზომი) სადგური – მაგისტრალური მილსადენის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ტექნოლოგიურ ობიექტს. განკუთვნილია გაზის ხარჯის გაზომვისათვის და მოიცავს გაზომვის საშუალებებს, სისტემებსა და ტექნოლოგიურ მოწყობილობას გამზომი ფუნქციებით;

დ) საკომპრესორო სადგური – მაგისტრალური მილსადენის სისტემის შემადგენელი ნაწილი, კომპლექსური ტექნოლოგიური ობიექტი, რომელიც განკუთვნილია გაზის წნევის შექმნისა და შენარჩუნებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გაზის ტრანსპორტირება მაგისტრალური მილსადენის ხაზურ ნაწილში; იგი მოიცავს წნევის შექმნისა და შენარჩუნებისათვის საჭირო ტექნოლოგიურ მოწყობილობას, საშუალებებსა და სისტემებს;

ე)  მაგისტრალური მილსადენის ხაზური ნაწილი – მაგისტრალური მილსადენის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შედგება მილსადენისაგან (ჩამკეტი და სხვა არმატურის, ბუნებრივ და ხელოვნურ დაბრკოლებებზე გადასასვლელების ჩათვლით), კოროზიისაგან ელექტროქიმიური დაცვის დანადგარებისაგან, ტექნოლოგიური კავშირისა და სხვა მოწყობილობებისა და ნაგებობებისაგან და განკუთვნილია თხევადი და გაზისებრი ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისათვის;

ვ) დაცვის ზონა – განსაკუთრებული გამოყენების პირობების მქონე ტერიტორია ან აკვატორია, დადგენილი მაგისტრალური მილსადენის გასწვრივ, მაგისტრალური მილსადენის ექსპლუტაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

ზ) სამუშაოთა წარმოების პროექტი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობასა და მეთოდებს, ტექნოლოგიური ოპერაციების უსაფრთხო, რაციონალურ და ხარისხიან ხერხებს, რომლის შედგენილობა და დეტალიზაციის დონე განისაზღვრება შესასრულებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მოცულობით და სპეციფიკით;

თ)  მიღების პუნქტი – მაგისტრალური მილსადენის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ტექნოლოგიურ ობიექტს. იგი თავის თავში მოიცავს შენობას, ნაშენს და ნაგებობას განკუთვნილს მაგისტრალური მილსადენის მიღებისა და სატრანსპორტო მედიუმის (გარემო, ნივთიერება, მასალა) აღრიცხვისათვის, ტექნიკური რეგულირების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) გაცემის პუნქტი – მაგისტრალური მილსადენის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ ტექნოლოგიურ ობიექტს და მოიცავს შენობას, ნაშენს და ნაგებობას განკუთვნილს მაგისტრალური მილსადენის აღრიცხვა-ანგარიშგების ოპერაციებისათვის მაგისტრალური მილსადენით ტრანსპორტირებული სითხის (გაზის) გადაცემა-ჩაბარების დროს;

კ)  მართვისა და კონტროლის სისტემა – მექანიკური, ელექტრომექანიკური, ელექტრული, ელექტრონული მოწყობილობა, კონსტრუქცია და პროგრამული საშუალება, ექსპლუატაციაში მყოფი მაგისტრალური მილსადენის კონტროლისა და მართვის რეალიზაციის უზრუნველყოფისათვის;

ლ)  გაშვების კვანძი – მაგისტრალური მილსადენის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საწარმოო მოედანს ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობის კომპლექსით. იგი განკუთვნილია მილისშიგა გაწმენდის, სადიაგნოსტიკო და გადასატუმბი თხევადი და აირადი ნახშირწყალბადების ნაკადების გამამხოლოებელი მოწყობილობის გაშვების ტექნოლოგიური ოპერაციების ჩასატარებლად, მაგისტრალური მილსადენის ხაზურ ნაწილში;

მ) მიღების კვანძი – მაგისტრალური მილსადენის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საწარმოო მოედანს ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობის კომპლექსით. იგი განკუთვნილია, მილისშიგა გაწმენდის, სადიაგნოსტიკო, გამამხოლოებელი და მაჰერმეტიზებელი მოწყობილობის მიღებისა და ამოღების ტექნოლოგიური ოპერაციების ჩასატარებლად, მაგისტრალური მილსადენის ხაზურ ნაწილში;

ნ) ოპერატორი კომპანია – კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელიც მესაკუთრის სტატუსით ფლობს ან სხვა კანონიერ საფუძველზე მინიჭებული აქვს მაგისტრალური მილსადენის ექსპლუტაციის უფლება, ჰყავს სათანადოდ განსწავლული პერსონალი და ფლობს შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც აუცილებელია მაგისტრალური მილსადენის მართვის, მომსახურებისა და უსაფრთხო მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;

ო) მოწყობილობა – ძირითადი და (ან) დამატებითი ფუნქციის შესრულებისათვის, ასევე, რამდენიმე მანქანის ერთ კომპლექსად გაერთიანებისათვის აუცილებელი დამოუკიდებლად გამოსაყენებელი ან მანქანაზე დასადგმელი ტექნიკური მოწყობილობა;

პ) აფეთქებასაფრთხიანი ზონა – სივრცე, რომელშიც არსებობს ან შეიძლება  წარმოიქმნას აფეთქებასაფრთხიანი ნარევები და რომელთა ფარგლებში დაწესებულია შეზღუდვები აფეთქების წარმოქმნის ალბათობის შემცირების მიზნით;

ჟ)  სისტემა – ნაგებობების, მანქანების და (ან) მოწყობილობათა ერთობლიობა, გაერთიანებული კონსტრუქციულად და (ან) ფუნქციურად მოთხოვნილი ფუნქციების შესრულებისათვის.