1. გაზში გაზკონდენსატის გამოვლენის შემთხვევაში, მის დასაჭერად, ტევადობებში შესაკრებად, გადატუმბვისა და უტილიზაციისათვის დადგმული უნდა იქნეს გამაფრთხილებელი სიგნალის გადამცემი გადამწოდებით აღჭურვილი მოწყობილობები შესაბამისი სტანდარტის მიხედვით. ტევადობებსა და აპარატებში სითხის ზღვრული დონის მიღწევისას გადამწოდები უნდა უზრუნველყოფდეს სიგნალის გადაცემას, რის შედეგადაც ზომები უნდა იქნეს მიღებული ამ დონის დასაშვებ მნიშვნელობამდე შესამცირებლად.
2. დანადგარების კვანძების გაქრევა, რომელშიც გროვდება გაზის კონდენსატი, უნდა მოხდეს დამცავი მოწყობილობებით აღჭურვილ, წნევის სიდიდის დასაშვებ ფარგლებში რეგულირების ფუნქციის მქონე, სპეციალურ ტევადობაში.
3. ტევადობებიდან გაზკონდენსატის გადასატუმბი ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.
4. გაზკონდენსატის შემკრებ, გადატუმბვის და გამომშვებ მოწყობილობებს, უნდა გააჩნდეთ მეხამრიდები და სტატიკური ელექტროობისაგან დაცვა მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.
5. გაზკონდენსატიანი ავტოცისტერნებისათვის გამოყოფილი უნდა იქნეს სპეციალური სადგომები შესაბამისი სტარდატის დაცვით, უსაფრთხო მანძილზე.
6. გაზკონდენსატი გაქრევის ტევადობიდან უნდა გადაისხას სპეციალურ ავტოცისტერნებში, რომლებიც აღჭურვილი იქნება ავსების და დაცლის პროცესში დამიწების შესაძლებლობის მქონე ჩამამიწებელი მოწყობილობებით და ცეცხლმაქრებით. ძრავის მაყუჩი (დემპფერი) გამოყვანილი უნდა იყოს წინ, ხოლო გამოსაბოლქვი მილის ბოლოები - აღჭურვილი ნაპერწკალჩამქრობით.
7. სადგომიდან გაზკონდენსატის ჩასხმის ადგილას, გასვლის წინ, მომსახურე პერსონალმა უნდა შეამოწმოს ავტოცისტერნის მოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის გამართულობა შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
8. გაზკონდენსატის ჩასხმისა და გადმოსხმისას ავტომობილის ძრავა უნდა იყოს გამორთული. ცისტერნის კორპუსი, შლანგები გაზკონდენსატისათვის და მისი ლითონის ბუნიკი უნდა ჩამიწდეს. შლანგის ბუნიკი ჩაშვებული უნდა იყოს ცისტერნის ფსკერამდ