1. საკომპრესორო სადგურების საწარმოო მოედნები, შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები და სისტემები უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო დოკუმენტაციის და მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.
2. საკომპრესორო სადგურის ყველა მოწყობილობაზე და სისტემაზე უნდა წარმოებდეს ექსპლუატაციის ფორმულარი შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
3. საკომპრესორო სადგურების მოწყობილობები და სისტემები ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას, დათვალიერებას, აუცილებელ გამოცდებს სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საკომპრესორო სადგურების შენობები (სათავსები) აღჭურვილი უნდა იქნეს: იძულებითი მომდენ-გამწოვი და საავარიო ვენტილაციით; ხანძრის ავტომატურად ჩამქრობი სისტემით; აფეთქებასაფრთხიანი კონცენტრაციების სიგნალიზატორებით, რომელიც ბლოკირებულია საავარიო ვენტილაციის ჩართვის ავტომატიკასთან; ოპერატიული კავშირით სადისპეტჩეროსა და საკომპრესორო სადგურის სხვა შენობებთან; შუქის და ხმოვან სიგნალიზაციასთან, რომელიც მოქმედებას იწყებს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების და ავტომატიკის სისტემისათვის მიწოდებული ჰაერის (გაზის) წნევის შემცირებისას; ავარიული განათებით; სტაციონარული და მობილური ამწე და სატრასპორტო მოწყობილობებით.
5. კომპლექტურ-ბლოკური მიწოდების ცალკე მდგომი გაზის გადამტუმბი აგრეგატი გაწყობილი უნდა იქნეს ტექნიკური პირობების და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
6. აკრძალულია საკომპრესორო საამქროს ექსპლუატაცია ჰაერში საწვავი გაზების რაოდენობის კონტროლის სისტემისა და სიგნალიზაციის გამორთვის ან გაუმართაობის პირობებში.
7. შენობაში არსებულ ჰაერში საწვავი გაზის აფეთქებასაშიშ კონცენტრაციაზე სიგნალიზატორის მუშაობის შემოწმება უნდა მოხდეს დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციების შესაბამისად.
8. ცენტრიდანული საჭირხნებიანი საკომპრესორო სადგურის ავარიული გამორთვა შესაძლებელი უნდა იყოს ერთი გასაღების მობრუნებით, რომლის დროსაც ერთდროულად ჩერდება ყველა მომუშავე საკომპრესორო აგრეგატი და გადაირთვება საერთო სტაციონარული ონკანები გაზის გადაშვებაზე საკომპრესრო სადგურის გაზსადენებიდან. გაზგადამტუმბი აგრეგატი უნდა აღიჭურვოს ავარიული დაცვის მოწყობილობებით, რომლითაც უნდა მოხდეს ავარიული აგრეგატის ავარიული გაჩერება ნებისმიერი ავარიული რეჟიმის დამხმარე მექანიზმის უწესივრობისას.
9. დისტანციური ამუშავების გაზსატუმბი აგრეგატები უნდა აღიჭურვოს წინასწარი შეტყობინების სასიგნალო მოწყობილობით.
10. გაზომოტორულკომპრესორიანი საკომპრესორო საამქროს სამანქანო დარბაზში და საჭირხნი საშუალებების შენობებში დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს აფეთქებაუსაფრთხო შესრულების.
11. საკომპრესორო სადგურზე კომპრესორის და სხვა მოწყობილობების ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს.
12. საკომპრესორო მოწყობილობა შეღებილი უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.
13. საკომპრესორო საამქროს მილსადენებზე დატანილი უნდა იყოს ისრები, რომლებიც აჩვენებენ გაზის, ჰაერის და სხვა ნივთიერებების მოძრაობის მიმართულებას.
14. საკომპრესორო საამქროს კომუნიკაციებზე განთავსებულ ჩამკეტ და მარეგულირებელ არმატურას უნდა ჰქონდეს ნუმერაცია შესაბამისი სისტემების პრინციპული სქემების ნორმების შესაბამისად. ჩამკეტ არმატურას ასევე უნდა ჰქონდეს გაღება-დაკეტვის მაჩვენებელი.
15. ზეთები უნდა ინახებოდეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში განთავსებულ მჭიდროდ დახშულ ტევადობებში, რომლებზეც უნდა იყოს წარწერა ზეთის სახეობის შესახებ.
16. პირებს, რომლებიც არ არიან დაკავებული გაზგადამტუმბი აგრეგატების და მათი მოწყობილობების ექსპლუატაციით და რემონტით, ეკრძალებათ საკომპრესორო საამქროების შენობებში, სტაციონარული კოლექტორების მოედნებზე, საკომპრესორო სადგურების მიერთების კვანძებში შესვლა.
17. საკომპრესორო სადგურის პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
18. საკომპრესორო სადგურის განთავსების რაიონში ჭექა-ქუხილის დროს დაუშვებელია გაზგადამტუმბი აგრეგატის ამუშავება, გადართვები ტექნოლოგიურ სარტყელში ან ძალურ მოწყობილობაზე.
19. დამხშობები, დამცავი სარქვლები, მილტუჩა და სხვა შეერთებების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის წინ უნდა მოინიშნოს უსაფრთხოების ნიშნებით და წარწერებით.
20. აკრძალულია მუშაობის პერიოდში გაზგადამტუმბი აგრეგატების მიტოვება მეთვალყურეობის გარეშე.
21. გაზგადამტუმბი აგრეგატის ცალკეული კვანძებიდან ან შეზეთვის სისტემიდან ზეთის გაჟონვის შემთხვევაში, მიღებული იქნეს ზომები გაჟონვების სალიკვიდაციოდ. დაუშვებელია ზეთის დაღვრა საამქროს იატაკზე ან მოწყობილობების საძირკვლებზე.
22. საკომპრესორო სადგურის მეორე რიგის გაზსატუმბი აგრეგატის მშენებლობისას, საკომპრესორო სადგურის სამანქანო დარბაზისა და საჭირხნის გალერეის ნაწილი, რომელშიც მუშაობს პირველი რიგის აგრეგატები, უნდა განცალკევდეს ერთმანეთისაგან გაზგაუმტარი, ცეცხლმედეგი კედლით (ტიხრით).
23. საჭირხნების გახსნამდე აუცილებელია მომდენ-გამწოვი ვენტილაციის საიმედო მუშაობაში დარწმუნება.
24. საჭირხნის გახსნისას აკრძალულია საჭირხნის გალერეაში ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც უშუალოდ არაა დაკავშირებული მის გახსნასთან.
25. საჭირხნების გახსნის დროს შენობაში ყოფნის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ახდენენ გახსნას, აგრეთვე, მათ, რომლებიც მომსახურებას უწევენ გაზის საჭირხნ აგრეგატს.
26. საკომპრესორო სადგურის გაზსადენებზე შედუღების ახალი ნაკერები, რემონტის ჩატარების შემდეგ, უნდა შემოწმდეს მთელ პერიმეტრზე შესაბამისი სტანდარტის მიხედვი