1. მაგისტრალური გაზსადენების ობიექტები დაცული უნდა იყოს ნიადაგის კოროზიისა და მოხეტიალე დენებით გამოწვეული კოროზიისაგან.

2. მაგისტრალური გაზსადენების ნაგებობების (მოწყობილობის) კოროზიისაგან კომპლექსური დაცვა და კოროზიულობის მდგომარეობა ექვემდებარება კონტროლს დაწესებული ვადების, წესისა და მუშაობის მოცულობის მიხედვით, მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

3. აკრძალულია წნევის ქვეშ მყოფ გაზსადენებზე კათოდური გამომყვანების მიერთება ელექტრო და გაზოშედუღებით.

4. მოქმედ გაზსადენზე კათოდური და სადრენაჟო გამომყვანების მოწყობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

5. მილსადენზე გამტარების  მიერთების ადგილები და თვით გამტარები მიდუღების შემდეგ უნდა დაიფაროს ანტიკოროზიული იზოლაციით.

6. რკინიგზასა და საავტომობილო გზებზე გადასასვლელების დამცავ გარსაცმებზე გაზომვების ჩატარებაში უნდა მონაწილეობდეს 2 ადამიანი: ერთი, რომელიც მუშაობს ხელსაწყოებზე და მეორე, რომელიც ახდენს ელექტროდის გადაადგილებას და თვალყურს ადევნებს ტრანსპორტის მოძრაობა