1. მაგისტრალური გაზსადენის ტრასასა და განშტოებებზე უნდა მოეწყოს საგზაო ნიშნები შესაბამისი სტანდარტის დაცვით.

2. მაგისტრალური გაზსადენის ტრასა, რომელიც გადის  სატყეო მიწებზე, განაპირა გაზსადენის ღერძიდან ორივე მხარეს  აუცილებელია პერიოდულად გაიწმინდოს ეკალბარდებისაგან და შენარჩუნდეს უსაფრთხო მდგომარეობაში.

3. მაგისტრალური გაზსადენის ხაზოვანი ნაწილი ექსპლუატაციის პერიოდში ექვემდებარება დათვალიერებას მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

4. მაგისტრალური გაზსადენების საავტომობილო გზების ყველა კატეგორიის გადასასვლელი აუცილებელია შემოწმდეს მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

5. საწარმოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული ავარიის შეტყობინების წესი, საავარიო ბრიგადის შეკრების და ავარიის ადგილზე გასასვლელად, აგრეთვე, ავარიის ლიკვიდაციისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, მასალების, კავშირგაბმულობის საშუალებების, ხანძრის ჩაქრობის, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების ჩამონათვალი.

6. გაზსადენის რიგგარეშე დათვალიერება უნდა ჩატარდეს უბანზე, სადაც სტიქიური უბედურების შემდეგ შესაძლებელია დაზიანდეს გაზსადენები და მისი ინფრასტრუქტურის ნაგებობები, აგრეთვე, გაზსადენიდან ან არმატურიდან გაზის გაჟონვის გამოვლენის შემთხვევაში.

7. გაზსადენების მდინარეებზე, ხევებსა და ნაკადულებზე გადასასვლელები დაცული უნდა იყოს გამორეცხვებისა და დაზიანებებისაგან შესაბამისი სტანდარტის მიხედვით.

8. საწარმოში უნდა იყოს შედგენილი საავარიო სატრანსპორტო საშუალებების  მოძრაობის (სამარშრუტო რუკები) ოპტიმალური გზის სქემები მათი ბაზირების ადგილიდან ტრასის ყველა უბნამდე წლის სხვადასხვა დროში და სხვადასხვა მეტეოროლოგიურ პირობებში.

9. მაგისტრალურ გაზსადენებზე, მის ნაგებობებსა და არმატურაზე გაუმართაობის (უწესივრობის) ლიკვიდაცია, რომლებიც მოითხოვს საცეცხლე ან გაზსაფრთხიანი სამუშაოების ჩატარებას, უნდა შესრულდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნების დაცვი