1. გაზმოტორული კომპრესორის ელექტრომოწყობილობა, მისი ანთების სისტემა და ამუშავების აპარატურა უნდა შეესაბამებოდეს აფეთქებადაცულობის დონეს.
2. საკომპრესორო საამქროს ფარგლებში არსებულ გამოსაბოლქვ მილსადენებს, რომელთა გაცივება არ ხდება წყლით, უნდა ჰქონდეს თბური იზოლაცია და არ უნდა ჰქონდეს შეხება საწვავ მასალებთან.
3. დამცავი სარქვლებიდან გაზის გამოსაშვები სანთლები, აგრეთვე, გაქრევის მილყელები არ შეიძლება მოეწყოს უშუალოდ ძრავების მიერ ნამუშევარი გაზების გამობოლქვის ადგილებთან.
4. გაზმოტორული კომპრესორის ამუშავებისას აფეთქებების თავიდან ასაცილებლად გამობოლქვის სისტემაში უნდა ჩაირთოს მაგნეტო და საწვავი გაზი მიეწოდოს აუცილებლად გამობოლქვის სისტემის შეკუმშული ჰაერით გაქრევის შემდეგ.
5. აკრძალულია გაზმოტორული კომპრესორის მუშაობა, თუ არ არის გამართულ მდგომარეობაში მაყუჩების (დემპფერების) აფეთქების სარქვლები, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
6. აკრძალულია გაზმოტორული კომპრესორის მუშაობის დროს ინდიკატორული ონკანის გაღება ცილინდრების გაქრევისათვის, აგრეთვე, ძრავების სანთლებიდან მაღალი ძაბვის ელექტროსადენების განრთვა ან სანთლების შემოწმება.
7. შესაბამისი სტანდარტის მიხედვით, პერიოდულად უნდა მოხდეს გამობოლქვის მილსადენის და მაყუჩის (დემპფერის) დათვალიერება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ჭვარტლისაგან გაწმენდა.
8. გაზმოტორული კომპრესორის კარტერის ლიუკის გახსნა ნებადართულია მხოლოდ კომპრესორის გაჩერების და გაცივების შემდეგ.
9. ღია ძალური ცილინდრები აუცილებელია დაიხუროს, რათა მასში არ მოხვდეს უცხო საგნებ