1. წინამდებარე მუხლის მოთხოვნები ვრცელდება მიწისქვეშა გაზსაცავის შემდეგ ობიექტებზე: მაგისტრალური გაზსადენის განშტოება; გაზის მიწისქვეშა საცავი; დამატებითი დაწნეხვის საკომპრესორო სადგური გაზის წნევის გასაზრდელად, რომელიც ჩაიტუმბება მიწისქვეშა ფენებში ან მიეწოდება მაგისტრალურ გაზსადენებს; გამანაწილებელი (შემრები) მილსადენების სისტემა ჭაბურღილში გაზის მისაწოდებლად ან მისგან ასაღებად; დანადგარები გაზის გასუფთავებისა და გაშრობისათვის; დამხმარე ნაგებობები, კომუნიკაციები და მოწყობილობები.
2. მაგისტრალური გაზსადენიდან გაზის მიწისქვეშა საცავამდე გაზსადენ-განშტოების და სხვა გაზსადენების, რომლებშიც მუშა წნევა აღემატება 1,2 მგპა-ს, ექსპლუატაციის პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს.
3. გაზსადენების, რომლებშიც მუშა წნევა ნაკლებია 1,2 მგპა-ზე, ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს გაზის მეურნეობაში უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
4. მიწისქვეშა გაზსაცავის ჭაბურღილების გარშემო ტერიტორია უნდა გაიწმინდოს ბუჩქნარისა და ტყისაგან.
5. იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნა გაზის ღია შადრევანი, მიწისქვეშა გაზსაცავის პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მიღებული ზომები მისი ლიკვიდაციისათვის, ავარიის ლიკვიდაციის გეგმის მიხედვით.